Mastercard-ში ჩვენ ვთავაზობთ და მხარს ვუჭერთ ბაზარზე მოწინავე ლოიალობის პროგრამებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, დააგროვოთ ქულები ან ჯილდოები თქვენი Mastercard-ის სათანადო ბარათით განხორციებული შენაძენისთვის და გაოიყენოთ ეს ქულები ან ჯილდოები აქციების, ფასდაკლებების, ქეშბექის, შეღავათების, გათამაშებების, სპეციალური შეთავაზებების ან სხვა მსგავსი შემთხვევების დროს („პროგრამები”). ჩვენ გირჩევთ, გაეცნოთ ამ შეტყობინებას Mastercard-ის კონფიდენციალურობის გლობალური დაცვის შეტყობინებასთან ერთად.
კონფიდენციალურობის დაცვის ეს შეტყობინება („შეტყობინება”) აღწერს, Mastercard International Incorporated და მისი შვილობილი კომპანიები (ერთობლივად „Mastercard”, “ჩვენ” ან “ჩვენს”) როგორ ვამუშავებთ პერსონალურ ინფორმაციას ჩვენს პროგრამებთან დაკავშირებით. „პერსონალური ინფორმაცია“ ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად პირს („თქვენ”).
ეს შეტყობინება არ ეხება Mastercard-ის მიერ ინფორმაციის დამუშავებას სხვა პროგრამების კონტექსტში, როგორიცაა ვებგვერდი priceless.com. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას როდესაც იყენებთ priceless.com-ს, გთხოვთ, იხილოთ Priceless-ის კონფიდენციალურობის დაცვის შეტყობინება. ეს შეტყობინება ასევე არ ეხება ინფორმაციის ისეთ დამუშავებას, როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ ფინანსური ინსტიტუტების (მაგ. თქვენი Mastercard-ის ბარათის გამცემი ბანკის), სავაჭრო ობიექტების და სხვა პარტნიორების სახელით და მათი მითითებების შესაბამისად, რომლებიც მოქმედებენ როგორც მონაცემთა მაკონტროლებლები, როდესაც ისინი გთავაზობენ ლოიალობის პროგრამებს. გთხოვთ, გაეცნოთ მათ კონფიდენციალურობის დაცვის შეტყობინებებს, რათა მიიღოთ ინფორმაცია ასეთ შემთხვევებში თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შესახებ.
პროგრამების ფარლებში ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ თქვენთან დაკავშირებული შემდეგი სახის პერსონალური ინფორმაცია:
ჩვენ მოვიპოვებთ პერსონალური ინფორმაციის ზემოთ მოცემულ კატეგორიებს სხვადასხვა წყაროდან: მესამე მხარეებისგან, როგორებიც არიან ფინანსური ინსტიტუტები, ლოიალობის პროგრამის ოპერატორები და სავაჭრო ობიექტები, პირდაპირ თქვენგან, ან ქუქი-ფაილებთან და მსგავს ტექნოლოგიებთან თქვენი ურთიერთქმედების შედეგად. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ ინფორმაციის ნაწილი შესაძლოა განიხილებოდეს, როგორც სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია.
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის. იმ ქვეყნის გათვალისწინებით, რომელშიც იმყოფებით, ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ მაშინ, როდესაც გვექნება დამუშავების სამართლებრივი საფუძველი, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში. თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ ამ ცხრილში თანხმობა არ არის განსაზღვრული , როგორც როგორც დამუშავების თითოეული შემთხვევის სამართლებრივი საფუძველი, ზოგიერთ ქვეყანაში თანხმობა არის ერთადერთი ან ყველაზე შესაფერისი სამართლებრივი საფუძველი პერსონალური ინფორმაციის დასამუშავებლად და ამ ქვეყნებში ჩვენ ვეყრდნობით თანხმობას.
|
|
განისაზღვროს შეთავაზებების მიღების შესაფერისობა თქვენი ბარათის ტიპთან მიმართებაში და მოხდეს იმ ტრანზაქციების იდენტიფიცირება, რომლებიც შეიძლება შესაფერისი იყოს ქულის ან ჯილდოს მისაღებად. |
|
შევქმნათ და ვმართოთ თქვენი პროგრამის ანგარიშ(ებ)ი, მოგაწოდოთ ჩვენი სერვისები, დაგიკავშირდეთ პროგრამების თაობაზე და ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს. |
|
დავამუშაოთ და შეასრულოთ შესყიდვები, რომლებიც განხორციელებულია პროგრამასთან დაკავშირებით ან მისი მეშვეობით. |
|
თავი დავიცვათ თაღლითობისა და (კიბერ) საფრთხეებისგან, არაავტორიზებული ტრანზაქციებისგან, პროგრამების ბოროტად გამოყენებისგან, პრეტენზიებისგან და სხვა არასასურველი მოვლენებისგან და მოვახდინოთ მათი პრევენცია. |
|
გამოგიგზავნოთ Push შეტყობინებები და მარკეტინგული შეტყობინებები პროგრამების (მათ შორის, კონკურსების, გათამაშებების და ნებისმიერი სხვა მარკეტინგული აქტივობის) შესახებ. |
|
გავაანალიზოთ თქვენი პრეფერენციები, ხარჯვის სტრუქტურები, ინტერესები, პროგრამების გამოყენება და მათთან თქვენი ურთიერთქმედება, რათა მოგაწოდოთ შესაბამისი შეთავაზებები, პერსონალიზებული მასალა და პერსონალიზებული რეკომენდაციები პროგრამასთან დაკავშირებით (მაგ., ჩვენ შეიძლება წარმოვადგინოთ შეთავაზებები, რომლებიც თქვენს გეოგრაფიულ დიაპაზონშია ან ეფუძნება თქვენი შესყიდვების ისტორიას). |
|
ვმართოთ, შევაფასოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები და სერვისები, მათ შორის, ჩვენი შეთავაზებებისა და კამპანიების ეფექტურობა, და გავაანალიზოთ ჩვენი პროგრამების ვებგვერდები, მობილური აპლიკაციები და ნებისმიერი სხვა ციფრული აქტივი მათი ფუნციონალის გასამარტივებლად. |
|
მოვახდინოთ პერსონალური ინფორმაციის ანონიმიზაცია და მოვამზადოთ გაერთიანული ანგარიშები შიდა ანალიზისთვის და ჩვენი ფინანსური ინსტიტუტების, სავაჭრო ობიექტების და სხვა კლიენტებისა და პარტნიორებისთვის რჩევის მისაცემად ხარჯვის სტრუქტურასთან, თაღლითობასა და სხვა ტენდენციებთან დაკავშირებით. |
|
მოვახდინოთ შესაბამისი გამოყენების პირობების აღსრულება ან, საჭიროების მიხედვით, დავადგინოთ, განვახორციელოთ და დავიცვათ კანონიერი უფლებები. |
|
დავიცვათ მოქმედი კანონმდებლობა ან შევასრულოთ ნებისმიერი სამართლებრივი პროცესის, ასევე იმ სამართალდამცავი ან სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნები, რომელსაც აქვს ან აცხადებს, რომ აქვს იურისდიქცია Mastercard-ზე . |
|
დაიცვათ წარმოების სტანდარტები და ჩვენი პოლიტიკები. |
|
ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია:
თქვენ გაქვთ გარკვეული უფლებები და არჩევანი ჩვენ მიერ თქვენ შესახებ შენახულ პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით. იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოგვიგზავნოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის უფლებათა, ან თქვენს უფლებათა გადასამოწმებელი მოთხოვნა, მეტი ინფორმაციის მისაღებად, ჩვენთან დასაკავშირებლად ან იმის გასარკვევად, თუ როგორ ვაზიარებთ, გადავცემთ, ვინახავთ და ვიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, გთხოვთ, იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის გლობალური დაცვის შეტყობინებაში წარმოდგენილი „თქვენი უფლებებისა და არჩევანის“ განყოფილება. თქვენ ან თქვენი სახელით მოქმედებაზე უფლებამოსილ პირს შეგიძლიათ ისარგებლოთ პერსონალური ინფორმაციის ჩვენ მიერ დამუშავებაზე უარის თქმის უფლებებით, რომლებიც დეტალურად აღწერილია კონფიდენციალურობის გლობალური დაცვის შეტყობინებაში, რისთვისაც უნდა მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე: privacyanddataprotection@mastercard.com. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში, მიუთითოთ იმ პროგრამის სახელი, რომელსაც თქვენი მოთხოვნა შეეხება.
ეს შეტყობინება იძლევა დამატებით ინფორმაციას პერსონალური ინფორმაციის დამუშავების გარკვეული ასპექტების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია ჩვენი კონფიდენციალურობის გლობალური დაცვის შეტყობინებით. თქვენი Mastercard-ის ბარათისა და შესყიდვების შესახებ შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ფინანსურ ინსტიტუტს ან სავაჭრო ობიექტს. დამატებითი ინფორმაცია თუ როგორ დაუკავშირდეთ მათ, შეგიძლიათ იხილოთ მათ ვებგვერდებზე.