კონფიდენციალურობის გლობალური დაცვის ეს შეტყობინება აღწერს ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემების ტიპებს, მიზნებს, რისთვისაც ვაგროვებთ ამ პერსონალურ მონაცემებს, სხვა მხარეებს, რომლებსაც შეიძლება, გავუზიაროთ ისინი და ზომებს, რომლებსაც ვიღებთ მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად. ის ასევე გაცნობებთ თქვენი უფლებებისა და არჩევანის შესახებ თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით და როგორ შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პრაქტიკასთან მიმართებაში კითხვების არსებობისას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ ასევე ვმოქმედებთ იმ ფინანსური ინსტიტუტების, სავაჭრო ობიექტების და სხვა პარტნიორების სახელით და მათი მითითებების შესაბამისად, რომლებიც მოქმედებენ როგორც მონაცემთა მაკონტროლებლები, მათ შორის, გადახდის ოპერაციების დამუშავების მიზნით. გთხოვთ, გაეცნოთ მათ შესაბამის კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკებს ამ კონტექსტში თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
ჩვენი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკა შეიძლება, განსხვავდებოდეს იმ ქვეყნების მიხედვით, რომლებშიც ვსაქმიანობთ, რათა ავსახოთ ადგილობრივი პრაქტიკა და სამართლებრივი მოთხოვნები. ჩვენს ზოგიერთ პროდუქტსა და სერვისზე შესაძლოა, გავრცელდეს სპეციფიური შეტყობინებები კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ. გთხოვთ, ეწვიოთ კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის ვებგვერდს ან ციფრულ აქტივს, რათა შეიტყოთ მეტი ამ პროდუქტთან ან სერვისთან მიმართებაში ჩვენი კონფიდენციალურობის დაცვისა და საინფორმაციო პრაქტიკის შესახებ.
„პერსონალური ინფორმაცია“ ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. ჩვენ შეიძლება, შევაგროვოთ პერსონალური ინფორმაციის შემდეგი კატეგორიები:
კონფიდენციალურობის გლობალური დაცვის ამ შეტყობინების მიზნებისათვის, თუ სხვაგვარად არ არის აღნიშნული, „პერსონალური ინფორმაცია“ ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. ჩვენ შეიძლება, შევაგროვოთ სხვადასხვა სახის პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია, როგორც შეიძლება იყოს გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით) თქვენთან დაკავშირებით, ქვემოთ აღწერილ სიტუაციებში.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ ფინანსური ინსტიტუტებისგან, სავაჭრო ობიექტებისგან და სხვა პარტნიორებისგან Mastercard-ის პროდუქტებთან ან სერვისებთან დაკავშირებით
როგორც გადახდის ოპერაციების დამმუშავებელი და მასთან დაკავშირებული სერვისების პროვაიდერი, ჩვენ ვაგროვებთ შეზღუდული რაოდენობის ისეთ ინფორმაციას თქვენს გადახდის ოპერაციებთან დაკავშირებით, როგორიცაა პირადი ანგარიშის ნომერი, სავაჭრო ობიექტის დასახელება და მდებარეობა, ტრანზაქციის თარიღი და მთლიანი თანხის ოდენობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზოგადად ჩვენ არ გვჭირდება და არ ვაგროვებთ ბარათის მფლობელის სახელს ან სხვა საკონტაქტო ინფორმაციას გადახდის ოპერაციების დასამუშავებლად.
გარდა ამისა, გარკვეული პროდუქტებისა და სერვისებისთვის, თქვენმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა, სავაჭრო ობიექტებმა, სადაც ტრანზაქციას ახორციელებთ, ან სხვა პარტნიორებმა შეიძლება, მოგვაწოდონ დამატებითი ინფორმაცია თქვენს შესახებ, ან ჩვენ შეიძლება, მივიღოთ იგი პირდაპირ თქვენგან, რათა მოგაწოდოთ ეს პროდუქტები და სერვისები მათი სახელით, მოვახდინოთ მათი ბიზნესის მხარდაჭერა ან მათი სახელით განვახორციელოთ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული მოქმედებები.
ზემოაღნიშნულ სიტუაციებში, ჩვენ შეიძლება, ვიმოქმედოთ იმ ფინანსური ინსტიტუტების, სავაჭრო ობიექტების და სხვა პარტნიორების სახელით და მათი მითითებების შესაბამისად, რომლებიც მოქმედებენ როგორც მონაცემთა მაკონტროლებლები. თუ კანონით სხვაგვარად არ არის ნებადართული, ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას გადახდის ოპერაციების დასამუშავებლად ან იმ მიზნებისთვის, რომლებიც შეთანხმებულია Mastercard-სა და ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ობიექტებსა და სხვა პარტნიორებს შორის. თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ მათი შესაბამისი კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკები.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ Mastercard-ის პროდუქტებისა და სერვისების პირდაპირ თქვენთვის მოწოდების დროს
Mastercard-მა შეიძლება, პირდაპირ მოგაწოდოთ პროდუქტები და სერვისები, როგორებიცაა მარკეტინგული პროგრამები, ბონუს პროგრამები, ელ. საფულეები, ღია ბანკინგის მომსახურებები, წინასწარ გადახდილი სერვისები, მდებარეობის შესახებ გაფრთხილების პროგრამები და ბიომეტრიული ავთენტიფიკაციის ინსტრუმენტები. ამ პროდუქტებიდან და სერვისებიდან ერთ-ერთით ან მეტით სარგებლის მისაღებად, თქვენ შეგიძლიათ, პირდაპირ გამოგვიგზავნოთ ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის: (i) ჩვენს ვებგვერდებზე და ციფრულ აქტივებზე, (ii) მარკეტინგული ან სხვა კომუნიკაციების საპასუხოდ, (iii) Mastercard-ის პროდუქტის ან სერვისის გამოწერით, ან (iv) შეთავაზებაში, პროგრამაში ან აქციაში მონაწილეობით. ჩვენ ასევე შეიძლება, მოვიპოვოთ პერსონალური მონაცემები თქვენ შესახებ, როდესაც იყენებთ ჩვენს პროდუქტებს ან სერვისებს იმ კომპანიებისგან, რომლებიც იყენებენ ან ავრცელებენ ჩვენს პროდუქტებს ან სერვისებს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან ან იმ პარტნიორებისგან, რომლებიც არიან მესამე მხარეები. თქვენი პერსონალური ინფორმაცია ასევე შეიძლება გადმოგვცეს თქვენმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, სავაჭრო ობიექტმა ან სხვა ბიზნეს პარტნიორებმა.
ქვემოთ მოცემულია პერსონალური ინფორმაციის იმ სახეების მიმოხილვა, რომლებიც შეიძლება, შევაგროვოთ იმ პროგრამებთან დაკავშირებით, რომლებსაც გთავაზობთ პირდაპირ თქვენ. თითოეული პროგრამა განსხვავებულია, შესაბამისად, სადაც ეს შესაძლებელია, კონკრეტული პროგრამის ფარგლებში თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გაეცნოთ შესაბამისი პროგრამის კონფიდენციალურობის შეტყობინებას.
თქვენ შეიძლება, დაექვემდებაროთ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, როგორიცაა სრული და ზუსტი პერსონალური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, როდესაც თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე.
გარდა ამისა, ჩვენ შეიძლება, შევაგროვოთ ან გამოვიყენოთ პერსონალური ინფორმაცია თაღლითობის პრევენციისა და მონიტორინგისთვის, რისკების მართვის, დავების გადაწყვეტისა და სხვა დაკავშირებული მიზნებისთვის. ასეთი ინფორმაცია შეიძლება, შეიცავდეს იდენტიფიკატორებს, კომერციულ ინფორმაციას და ინტერნეტში ან სხვა ელექტრონულ ქსელში აქტივობის შესახებ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა პირადი ანგარიშის ნომერი, სავაჭრო ობიექტის დასახელება და მდებარეობა, ტრანზაქციის თარიღი და თანხის მთლიანი ოდენობა, IP მისამართი, თაღლითობის ქულა, ადგილმდებარეობის მონაცემები, დეტალები სავაჭრო ობიექტის შესახებ, შეძენილი ნივთები და ინფორმაცია დავის შესახებ. როდესაც ვახორციელებთ კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ანალიტიკის მომსახურებებს, ჩვენ ასევე შეიძლება, შევაგროვოთ და დავამუშავოთ ბლოკჩეინიდან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის ბლოკჩეინის მისამართები და კრიპტოვალუტის ტრანზაქციის სხვა დეტალები. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დააწკაპუნოთ აქ.
ღია ბანკინგის სერვისების კონტექსტში ჩვენ მიერ პერსონალური ინფორმაციის შეგროვების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააწკაპუნეთ აქ.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ Mastercard-ის რეკლამებთან, ვებგვერდებთან, აპლიკაციებთან ან სხვა ციფრულ აქტივებთან თქვენი ურთიერთქმედების შედეგად
ჩვენ, ჩვენმა სერვის პროვაიდერებმა და პარტნიორებმა შეიძლება, თქვენ შესახებ შეაგროვონ გარკვეული ინფორმაცია ისეთი ავტომატური საშუალებებით, როგორიც არის ინტერნეტში ან სხვა ელექტრონულ ქსელში აქტივობის შესახებ ინფორმაცია, ქუქი-ფაილები და ვებ შუქურები, როდესაც ურთიერთქმედებთ ჩვენს რეკლამებთან, მობილურ აპლიკაციებთან ან სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდებს, გვერდებს ან სხვა ციფრულ აქტივებს. ინტერნეტის ან/და მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ამ გზით ვაგროვებთ, შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, ოპერაციული სისტემა, მობილური მოწყობილობის იდენტიფიკატორი, გეოგრაფიული არეალი, მიმართვის URL-ები და ინფორმაცია ჩვენი ციფრული აქტივების მიმართ განხორციელებული ქმედებების ან მათთან ურთიერთქმედების შესახებ. „ქუქი-ფაილი“ არის ტექსტური ფაილი, რომელსაც ვებ სერვერი კომპიუტერის მყარ დისკზე ათავსებს. „ვებ შუქურა“, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ინტერნეტ ტეგი, პიქსელის ტეგი ან სუფთა GIF, არის ტექნოლოგია, რომელიც გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ როდის მოხდა მასალაზე წვდომა ან მისი ნახვა.
ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას ჩვენი ონლაინ პროდუქტებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად, იმის შეფასებით, თუ რამდენი მომხმარებელი ამყარებს წვდომას ჩვენს ონლაინ პროდუქტებზე და სერვისებზე ან იყენებს მათ, ჩვენი ონლაინ პროდუქტებისა და სერვისების შინაარსიდან, პროდუქტებიდან და ფუნქციებიდან ყველაზე მეტად რამ დააინტერესა ჩვენი ვიზიტორები, რა ტიპის შეთავაზებების ნახვა სურთ ჩვენს კლიენტებს და როგორ მუშაობს ჩვენი ონლაინ პროდუქტები და სერვისები ტექნიკური თვალსაზრისით. მაგალითად, ჩვენ შეიძლება, გამოვიყენოთ ისეთი მესამე მხარის ვებ ანალიტიკის სერვისები ჩვენს ვებგვერდებზე და მობილურ აპლიკაციებზე, როგორიცაა Adobe Analytics. ანალიტიკის პროვაიდერები, რომლებიც მართავენ ამ სერვისებს, იყენებენ ისეთ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა ქუქი-ფაილები და ვებ შუქურები, რათა დაგვეხმარონ, გავაანალიზოთ, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდებსა და აპლიკაციებს.
ჩვენ, ჩვენმა სერვის პროვაიდერებმა და პარტნიორებმა შეიძლება, ასევე შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ჩვენს მარკეტინგულ საქმიანობასთან, მათ შორის, შეთავაზებებთან, გათამაშებებთან, კონკურსებთან და აქციებთან დაკავშირებით. ამ მიზნებისთვის შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება, შეიცავდეს იდენტიფიკატორებს და თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას (მაგ., სახელს და გვარს, საფოსტო მისამართს, ელ-ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს), ელექტრონულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს (მაგ., მომხმარებლის სახელს, პაროლს, უსაფრთხოების შეკითხვებს, IP მისამართს) და ონლაინ მარკეტინგის პროგრამების კონტექსტში შეგროვებულ მონაცემებს, მათ შორის, კომერციულ ინფორმაციას, ინტერნეტში ან სხვა ელექტრონულ ქსელში აქტივობის შესახებ ინფორმაციას, გეოლოკაციის მონაცემებს და პერსონალური ინფორმაციიდან მიღებულ დასკვნებს (მაგ., პიროვნულ მახასიათებლებს, ცხოვრებისეულ ჩვევებს, სამომხმარებლო ჩვევებს, ინტერესებს, მონაცემებს ადგილმდებარეობის შესახებ, ასევე ხმოვან და ვიზუალურ ჩანაწერებს).
ჩვენ, ჩვენმა სერვის პროვაიდერებმა და პარტნიორებმა შეიძლება, ასევე შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ, რათა თქვენი პერსონალური ინფორმაციის საფუძველზე მიღებული დასკვნების გათვალისწინებით მოგაწოდოთ თქვენს ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული მასალა და რეკლამა. ამ მიზნებისთვის შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება, მოიცავდეს ინტერნეტში ან სხვა ელექტრონულ ქსელში აქტივობის შესახებ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა კონკრეტული გვერდების ან რეკლამების შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც ათვალიერებთ ჩვენს ვებგვერდებსა და აპლიკაციებში, ასევე იმ აქტივობებს, რომლებსაც ახორციელებთ ჩვენს ვებგვერდებსა და აპლიკაციებში.
ჩვენ, ჩვენმა სერვის პროვაიდერებმა და პარტნიორებმა შეიძლება, შევაგროვოთ გარკვეული ინფორმაცია თქვენს შესახებ ისეთი ავტომატური საშუალებებით, როგორიცაა სოციალური მედიის ინსტრუმენტები, ვიჯეტები და ფლაგ-ინები, რათა დაგაკავშიროთ თქვენი სოციალური მედიის ანგარიშებთან. ეს ფუნქციები საშუალებას მოგცემთ, განახორციელოთ შესვლა თქვენი სოციალური მედიის ანგარიშით, გააზიაროთ ბმული ან პოსტი პირდაპირ თქვენი სოციალური მედიის ანგარიშზე. როდესაც თქვენ სტუმრობთ ვებგვერდს, რომელიც შეიცავს ასეთ ინსტრუმენტებს ან ფლაგ-ინებს, სოციალურმა ქსელმა ან სხვა სერვის პროვაიდერმა შესაძლოა შეიტყოს თქვენი ვიზიტის შესახებ. თუმცა, თქვენი ურთიერთქმედება ამ ინსტრუმენტებთან რეგულირდება შესაბამისი სოციალური მედიის პლატფორმების კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკებით. იმის გამო, რომ ჩვენ არ ვაკონტროლებთ ამ მესამე მხარეების მონაცემთა მართვის პრაქტიკას, გირჩევთ, გადახედოთ მათ კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკებს, გამოყენების პირობებს და სალიცენზიო შეთანხმებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის გლობალური დაცვის შეტყობინების მე-7 ნაწილით („ფუნქციები და ბმულები სხვა ვებგვერდებთან“).
გარდა ამისა, ზოგიერთი ჩვენი ონლაინ პროდუქტი და სერვისი შეიცავს თაღლითობის პრევენციის გაფართოებულ ტექნოლოგიას, რომელიც იყენებს ქცევაზე დაფუძნებულ მონაცემებს ან ისეთ ბიომეტრიულ ინფორმაციას, როგორებიცაა კლავიშზე თითის დაჭერის დრო, მოწყობილობის აქსელერომეტრი, სქროლვის პოზიცია და მაუსის მდებარეობა.
როდესაც მოქმედი კანონმდებლობა გვავალდებულებს, ჩვენ ვიღებთ თქვენგან თანხმობას ზემოაღნიშნული ავტომატიზებული საშუალებების გამოყენებამდე და თქვენთვის მარკეტინგული კომუნიკაციების, თქვენზე მორგებული მასალისა და რეკლამების გამოგზავნამდე.
იხილეთ ამ კონფიდენციალურობის გლობალური დაცვის შეტყობინების ნაწილი „თქვენი უფლებები და არჩევანი“, რათა მიიღოთ ინფორმაცია თქვენს განკარგულებაში მყოფი ოფციების შესახებ.
იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ არის მიღწეული შეთანხმება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა უპასუხონ კომპანიებმა ბრაუზერზე დაფუძნებულ „არ-მითვალთვალო” (DNT) მექანიზმებს, Mastercard ამჟამად არ პასუხობს ბრაუზერზე დაფუძნებულ DNT სიგნალებს. ბრაუზერის თვალთვალის სიგნალებისა და DNT-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ http://www.allaboutdnt.com.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც მოვიპოვებთ, როდესაც მოგვმართავთ განცხადებით ჩვენთან მუშაობის დაწყების შესახებ
თუ თქვენ აგზავნით განცხადებას Mastercard-ის ვაკანსიაზე, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ გარკვეული იდენტიფიკატორები და პროფესიული ან დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ჩვენს დასაქმების ვებგვერდზე თქვენ მიერ ვაკანსიასთან დაკავშირებით ატვირთული აპლიკაციებიდან. Mastercard-ის მიერ ვაკანსიების აპლიკაციებიდან შეგროვებული ინფორმაციის სახეობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ Mastercard-ის კონფიდენციალურობის დებულება აპლიკანტებისთვის.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ ფინანსურ ინსტიტუტთან, სავაჭრო ობიექტთან ან Mastercard-ის პარტნიორ სხვა სუბიექტთან ჩვენი საქმიანი ურთიერთობის კონტექსტში
ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ პერსონალური ინფორმაცია ჩვენს ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორთან (მათ შორის, ფინანსურ ინსტიტუტებთან, სავაჭრო ობიექტებთან, კლიენტებთან, მომწოდებლებთან, კონტრაქტორებთან და სხვა პარტნიორებთან) მომუშავე პირებისგან, მათ შორის, იდენტიფიკატორები, სახელი და გვარი, პოზიციის დასახელება, დეპარტამენტი და ორგანიზაციის დასახელება, სამსახურის ელ-ფოსტა და საფოსტო მისამართები, სამსახურის ტელეფონის ნომერი, მოთხოვნები, პასუხები უსაფრთხოების შესახებ შეკითხვებზე, უსაფრთხოების პაროლები და ავტორიზაციის სხვა მონაცემები. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია ფინანსური ინსტიტუტების, კორპორატიული კლიენტების, სავაჭრო ობიექტების, კლიენტებისა და პარტნიორებისთვის პროდუქტებისა და სერვისების პირდაპირ მისაწოდებლად, ჩვენი საქმიანი ურთიერთობებისა და ფინანსური ანგარიშგების სამართავად, ფრენჩაიზის გასავითარებლად და მისი მთლიანობის უზრუნველსაყოფად, ფინანსური დანაშაულისგან ჩვენს დასაცავად, ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად, მარკეტინგისთვის და მოქმედ კანონებთან შესაბამისობისთვის ისევე, როგორც ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და ბილინგის მიზნებისთვის.
ზოგიერთი იურისდიქციის ფარგლებში ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი სენსიტიური პერსონალური ინფორმაციის მიღება და დამუშავება, რათა მოგაწოდოთ შესაბამისი პროდუქტები და სერვისები თქვენ ან/და მივაწოდოთ ისინი ფინანსურ ინსტიტუტებს, კორპორატიულ კლიენტებს, სავაჭრო ობიექტებს, მომხმარებლებს და პარტნიორებს. თქვენი სენსიტიური პერსონალური ინფორმაციის ასეთი დამუშავება დაცული იქნება უსაფრთხოების შესაბამისი ზომებით და აღნიშნული დამუშავება განხორციელდება ისე, რომ მან რაც შეიძლება ნაკლები გავლენა მოახდენოს თქვენს პირად უფლებებსა და ინტერესებზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი სახის ინფორმაცია: პირადი ანგარიშის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადის გასვლის თარიღი, ბარათის ვერიფიკაციის კოდი, პასუხები უსაფრთხოების შეკითხვებზე, უსაფრთხოების პაროლები და ავტორიზაციის სხვა მონაცემები, მისამართი ან ინფორმაცია ადგილსამყოფელის შესახებ (იმდენად, რამდენადაც ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი პირადი ნაკვალევის აღმოჩენა), ხმისა და გამოსახულების ჩანაწერები, ელექტრონული საიდენტიფიკაციო მონაცემები, საგადახდო ოპერაციები და ბიომეტრიული ინფორმაცია.
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რათა:
თუ მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს, ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ თქვენი თანხმობით; საჭიროებისამებრ, იმისთვის, რომ მოგაწოდოთ პროდუქტები და სერვისები; შევასრულოთ სამართლებრივი ვალდებულება; ან როდესაც არსებობს ლეგიტიმური და აღმატებული ინტერესი, რომელიც აუცილებელს ხდის თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას.
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც მოვიპოვებთ თქვენ შესახებ, ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის. იმ ქვეყნის გათვალისწინებით, რომელშიც იმყოფებით, ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ნებადართულია ადგილობრივი კანონმდებლობით და როდესაცგვაქვს დამუშავების სამართლებრივი საფუძველი, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში. თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ მოცემულ ცხრილში თანხმობა არ არის განსაზღვრული როგორც დამუშავების თითოეული შემთხვევის სამართლებრივი საფუძველი, ზოგიერთ ქვეყანაში თანხმობა არის ერთადერთი ან ყველაზე შესაფერისი სამართლებრივი საფუძველი პერსონალური ინფორმაციის დასამუშავებლად და ამ ქვეყნებში ჩვენ ვეყრდნობით თანხმობას.
|
|
|
უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ვამუშავებთ თქვენს გადახდის ოპერაციებს, როგორც დამმუშავებელი, თქვენი ფინანსური ინსტიტუტების, სავაჭრო ობიექტებისა და სხვა პარტნიორების სახელით, რომლებიც მოქმედებენ როგორც მონაცემთა მაკონტროლებლები. როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ როგორც დამმუშავებელი, მაკონტროლებლები პასუხისმგებელნი არიან თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის უზრუნველყოფაზე. Საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ ზომები, რათა უზრუნველვყოთ, რომ მაკონტროლებლებს მოპოვებული ჰქონდეთ თქვენი თანხმობა ჩვენ მიერ მათი სახელით თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ მათ შესაბამის კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკებს. ზოგიერთ იშვიათ შემთხვევაში (მაგ., გადახდის დაბრუნება), ჩვენ შეიძლება დავამუშავოთ თქვენი გადახდის ოპერაციები, როგორც მაკონტროლებლებმა, იმ პირობით, რომ:
|
|
როდესაც ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ ინფორმაციას თაღლითობისა და კიბერ-საფრთხეების პრევენციის მიზნით, ჩვენ შეიძლება ვიმოქმედოთ როგორც მაკონტროლებელმა ან როგორც დამმუშავებელმა. როდესაც ვმოქმედებთ როგორც მაკონტროლებელი, ჩვენ ვეყრდნობით ერთ-ერთ შემდეგ სამართლებრივ საფუძველს:
თაღლითობის პრევენციისა და მონიტორინგის აქტივობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩვენი თაღლითობისა და უსაფრთხოების დებულება. დამატებითი ინფორმაცია Mastercard-ის მაღალი რისკის მქონე სავაჭრო ობიექტთა კონტროლის (MATCH) პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს MATCH-ის დებულებაში. |
|
ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ გაწვდით ღია ბანკინგის მომსახურებას, როგორც დამმუშავებელი, თქვენი სერვის პროვაიდერის, სავაჭრო ობიექტებისა და სხვა პარტნიორების სახელით, რომლებიც მოქმედებენ როგორც მონაცემთა მაკონტროლებლები. როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ როგორც დამმუშავებელი, მაკონტროლებლები პასუხისმგებელნი არიან თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის უზრუნველყოფაზე. Საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ ზომები, რათა უზრუნველვყოთ, რომ მაკონტროლებლებს მოპოვებული ჰქონდეთ თქვენი თანხმობა ჩვენ მიერ მათი სახელით თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით. თქვენი პერსონალური ინფორმაციის ამ კონტექსტებში დამუშავების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ მათ შესაბამის კონფიდენციალურობის პოლიტიკებს. ჩვენი ღია ბანკინგის აქტივობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ღია ბანკინგის კონფიდენციალურობის დებულებაში. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გთხოვთ, იხელმძღვანელოთ კონფიდენციალურობის დაცვის კონკრეტული შეტყობინებით მონაცემთა შეგროვების დროს. |
როდესაც ეს მოთხოვნილი იყო მოქმედი კანონმდებლობით, მონაცემთა დამუშავებასთან მიმართებით ჩვენ ჩავატარეთ ურთიერთგაწონასწორების ტესტები ჩვენს ან მესამე მხარის ლეგიტიმურ ინტერესებზე დაყრდნობით, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ თქვენი ინტერესები, ძირითადი უფლებები ან თავისუფლებები არ აღემატება ასეთ ლეგიტიმურ ინტერესს. ჩვენი ურთიერთგაწონასწორების ტესტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ მოცემულ განყოფილებაში „როგორ დაგვიკავშირდეთ”.
ჩვენი მხრიდან თქვენ არ დაექვემდებარებით ინფორმაციის მხოლოდ ავტომატურ დამუშავებაზე დაფუძნებულ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს თქვენთან დაკავშირებით ან ანალოგიურად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თქვენზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარად თანხმობა განაცხადეთ ინფორმაციის დამუშავებაზე, თუ ეს აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობით, დამუშავება აუცილებელია თქვენსა და Mastercard-ს შორის ხელშეკრულების დასადებად ან მის შესასრულებლად ან როდესაც კანონით ვალდებულნი ვართ, ამგვარად გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, მაგალითად, თაღლითობის პრევენციისთვის.
თუ თქვენ მოგვაწვდით სხვა პირთან დაკავშირებულ რაიმე ინფორმაციას ან მასალას, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის ჩვენთვის გაზიარება და ჩვენი მხრიდან მისი შემდგომი გამოყენება, როგორც ეს თქვენთვის დროდადრო განმარტებულია, შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას ისე, რომ, მაგალითად, თქვენ უნდა მოახდინოთ ამ პირის სათანადო ინფორმირება მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შესახებ და მიიღოთ მისი თანხმობა, როგორც შეიძლება იყოს აუცილებელი მოქმედი კანონმდებლობით.
როდესაც პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენგან, აუცილებელია ჩვენი სამართლებრივი ან მარეგულირებელი ვალდებულებების შესასრულებლად ან თქვენთან ხელშეკრულების დასადებად, თუ არ მოგვაწოდებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ შეიძლება, ვერ მოგაწოდოთ ჩვენი პროდუქტები ან მომსახურება (ან ვერ გავაგრძელოთ თქვენთვის მათი მოწოდება) და თქვენ ვერ შეიძინოთ ჩვენი პროდუქტები, რომლებიც გჭირდებათ, ან შეიძლება სრულად ვერ ისარგებლოთ ჩვენი სერვისებით.
ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ პერსონალური ინფორმაცია:
გთხოვთ, ქვემოთ იხილოთ „მონაცემთა გადაცემის” ნაწილი, რათა გაიგოთ, როგორ ვიცავთ მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემის მოქმედ წესებს.
ჩვენ ასევე შეიძლება გავაზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია:
ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის (მათ შორის, პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის) გადაცემამდე ან გაზიარებამდე ჩვენ მესამე მხარეებთან ხელშეკრულებების ფარგლებში მოვითხოვთ კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის უსაფრთხოების სათანადო დაცვას. ჩვენ გვაქვს მესამე მხარის რისკების მართვის ყოვლისმომცველი პროგრამა და მის ფარგლებში ვახორციელებთ სათანადო წინასწარ კომლექსურ კვლევას
თუ თქვენ იმყოფებით კონტინენტურ ჩინეთში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ, ნაწილში „როგორ დაგვიკავშირდეთ“, რათა მიიღოთ ინფორმაცია მესამე მხარედ მყოფი მიმღები პირების შესახებ, რომლებიც მოქმედებენ როგორც მონაცემთა მაკონტროლებლები და რომლებსაც ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. ასეთი გაზიარება ყოველთვის მოხდება საჭიროების მიხედვით და არ გადააჭარბებს და არ შეცვლის დამუშავების იმ მიზნებსა და საშუალებებს, რომლებზეც თავდაპირველად თანხმობა განაცხადეთ ან ასეთი გაზიარება მოხდება ისეთ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, რომელიც არ საჭიროებს თანხმობას.
თქვენი ქვეყნის გათვალისწინებით, შეიძლება გქონდეთ შემდეგი უფლებები ან არჩევანი:
თქვენ ან თქვენი სახელით მოქმედებაზე უფლებამოსილ მხარეს შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი უფლებები Mastercard-ის პორტალზე „ჩემი მონაცემები” ან წარადგინოთ მოთხოვნა, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ მოცემულ სექციაში „როგორ დაგვიკავშირდეთ”.
თუ თქვენ ცხოვრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, შეიძლება გქონდეთ დამატებითი უფლებები, რომლებიც აღწერილია აშშ-ის კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის დანართში.
Mastercard არის გლობალური ბიზნესი. ჩვენ შეიძლება, გადავცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, რომლებშიც შეიძლება არ მოქმედებდეს მონაცემთა დაცვის იგივე კანონები, როგორც იმ ქვეყანაში, საიდანაც თავდაპირველად მოგვაწოდეთ ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ დავიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას კონფიდენციალურობის გლობალური დაცვის ამ შეტყობინების შესაბამისად ან სხვაგვარად, როგორც მოხდა თქვენთან შეთანხმება.
ჩვენ ვიცავთ მოქმედ საკანონმდებლო მოთხოვნებს, როდესაც პერსონალურ ინფორმაციას გადავცემთ იმ ქვეყნებს, რომლებიც არ არის თქვენი ადგილსამყოფელი ქვეყანა. თუ თქვენ იმყოფებით ევროპის ეკონომიკურ ზონაში, გაერთიანებულ სამეფოში ან შვეიცარიაში, ჩვენ მოვახდენთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადაცემას ადეკვატურობის შესახებ გადაწყვეტილებების შესაბამისად, სავალდებულო კორპორატიული წესების დაცვით, სტანდარტული სახელშეკრულებო მუხლებისა და მონაცემთა გადაცემის სხვა მექანიზმების შესაბამისად.
იმ ქვეყნების სია, რომელთა მიმართაც ევროკომისიამ გამოსცა ადეკვატურობის შესახებ გადაწყვეტილება, იხილეთ აქ;
იმ ქვეყნების სია, რომელთა მიმართაც გაერთანებულმა სამეფომ გამოსცა ადეკვატურობის შესახებ გადაწყვეტილება, იხილეთ აქ;
იმ ქვეყნების სია, რომელთა მიმართაც შვეიცარიის ფედერალურმა საკონსულომ გამოსცა ადეკვატურობის შესახებ გადაწყვეტილება, იხილეთ აქ
Mastercard-ის კონფიდენციალურობის პრაქტიკები, რომლებიც აღწერილია კონფიდენციალურობის გლობალური დაცვის ამ შეტყობინებაში, შეესაბამება APEC-ის კონფიდენციალურობის დაცვის ტრანსსასაზღვრო წესებს. APEC CBPR სისტემა ორგანიზაციებისთვის განსაზღვრავს ჩარჩოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს APEC-ის წევრ ქვეყნებს შორის გადაცემული პერსონალური ინფორმაციის დაცვა. APEC-ის ჩარჩოს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
Mastercard არის გლობალური ბიზნესი. ჩვენ შეიძლება გადავცეთ თქვენს შესახებ შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია მიმღებებს თქვენი ქვეყნის მიღმა სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მდებარეობს ჩვენი სათავო ოფისი. ამ ქვეყნებში შეიძლება არ მოქმედებდეს მონაცემთა დაცვის იგივე კანონები, როგორც იმ ქვეყანაში, საიდანაც თავდაპირველად მოგვაწოდეთ ინფორმაცია. როდესაც თქვენს პერსონალურ ინფორმაციას გადავცემთ სხვა ქვეყნებს, ჩვენ დავიცავთ ამ ინფორმაციას, როგორც ეს აღწერილია კონფიდენციალურობის გლობალური დაცვის ამ შეტყობინებაში, როგორც მოხდა თქვენთან შეთანხმება მონაცემთა შეგროვების დროს, ან როგორც აღწერილია ჩვენი კონკრეტული პროგრამის კონფიდენციალურობის დაცვის შეტყობინებაში.
ჩვენ ვიცავთ მოქმედ საკანონმდებლო მოთხოვნებს, საჭიროების შემთხვევაში თანხმობის მოპოვების ჩათვლით, როდესაც ვახორციელებთ პერსონალური ინფორმაციის გადაცემას იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არის თქვენი ადგილსამყოფელი ქვეყანა. კერძოდ, ჩვენ განვსაზღვრეთ და ვიყენებთ სავალდებულო კორპორატიულ წესებს („BCR-ებს”), რომელიც აღიარებულია EEA-ს მონაცემთა დაცვის ორგანოების მიერ, როგორც ჩვენ მიერ მსოფლიოს მასშტაბით დამუშავებული პერსონალური მონაცემების დაცვის ადეკვატური დონის უზრუნველმყოფი დოკუმენტი. ევროპის ეკონომიკურ ზონაში მოქმედი ჩვენი სავალდებულო კორპორატიული წესების ასლი ხელმისაწვდომია აქ. ჩვენ ასევე მივმართავთ გაერთიანებული სამეფოს BCR-ებს გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ პერსონალური ინფორმაციის გადასაცემად. გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი ჩვენი სავალდებულო კორპორატიული წესების ასლები ხელმისაწვდომია აქ.
ჩვენ ასევე შეიძლება გადავცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია იმ ქვეყნებს, რომელთა მიმართაც მიღებულია ადეკვატურობის შესახებ გადაწყვეტილებები (იმ ქვეყნების სია, რომელთა მიმართაც ევროკომისიამ გამოსცა ადეკვატურობის შესახებ გადაწყვეტილება, იხილეთ აქ; იმ ქვეყნების სია, რომელთა მიმართაც შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ დაადგინა, რომ აქვთ მონაცემთა დაცვის ადეკვატური კანონმდებლობა, იხილეთ აქ), პერსონალური ინფორმაციის მესამე მხარეებისთვის გადაცემის შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ სახელშეკრულებო დაცვას, როგორიცაა ევროკომისიის სტანდარტული სახელშეკრულებო მუხლები ან მათი ექვივალენტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ან დავეყრდნობით მონაცემთა გადაცემის სხვა მექანიზმებს საჭიროების შესაბამისად.. თქვენი ქვეყნის გათვალისწინებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ, „როგორ დაგვიკავშირდეთ” განყოფილებაში, რათა მიიღოთ უსაფრთხოების იმ ზომების ასლი, რომლებსაც ვიყენებთ თქვენი ქვეყნის გარეთ პერსონალური ინფორმაციის გადაცემისას.
გარდა ამისა, Mastercard-ის კონფიდენციალურობის პრაქტიკები, რომლებიც აღწერილია კონფიდენციალურობის გლობალური დაცვის ამ შეტყობინებაში, შეესაბამება APEC-ის კონფიდენციალურობის ტრანსსასაზღვრო წესების სისტემას. APEC CBPR სისტემა ორგანიზაციებისთვის განსაზღვრავს ჩარჩოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს APEC-ის წევრ ქვეყნებს შორის გადაცემული პერსონალური ინფორმაციის დაცვა. APEC-ის ჩარჩოს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
თუ თქვენ იმყოფებით კონტინენტურ ჩინეთში, აცნობიერებთ, რომ თქვენ შესახებ შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადავცეთ კონტინენტური ჩინეთის გარეთ მდებარე ქვეყნებში ან რეგიონებში მყოფ მიმღებებს, მათ შორის Mastercard International Incorporated-ს აშშ-ში და Mastercard Asia/Pacific Pte. Limited-ს სინგაპურში და სხვა შვილობილ კომპანიებს, ჩამონათვალი იხილეთ აქ. როდესაც ჩვენ ვახორციელებთ პერსონალური ინფორმაციის საერთაშორისო გადაცემებს, ჩვენ ყოველთვის უზრუნველვყოფთ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას.
ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების სათანადო ზომები თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად და მხოლოდ შეზღუდული დროის განმავლობაში ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას.
Mastercard-ისთვის მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია. ჩვენ ვინარჩუნებთ გონივრულ ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და ფიზიკურ უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც შექმნილია თქვენს მიერ მოწოდებული ან ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის დასაცავად შემთხვევითი, უკანონო ან არაავტორიზებული განადგურებისგან, დაკარგვისგან, შეცვლისგან, წვდომისგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან. ჩვენ ვიყენებთ SSL დაშიფვრას ჩვენს რამდენიმე ვებგვერდზე, საიდანაც ვახდენთ გარკვეული პერსონალური ინფორმაციის გადაცემას.
ჩვენი უსაფრთხოების ზომების დარღვევის შემთხვევაში ჩვენ შევაფასებთ ფიზიკური პირებისთვის მიყენებული ზიანის ხარისხს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შევასრულებთ ანგარიშის წარდგენისა და შეტყობინების ვალდებულებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ჩვენ ასევე ვიღებთ ზომებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის წასაშლელად ან ისეთი ფორმით შესანახად, რომელიც არ იძლევა თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას, როდესაც ეს ინფორმაცია აღარ არის საჭირო იმ მიზნებისთვის, რომელთათვისაც მას ვამუშავებთ, თუ კანონი არ გვავალდებულებს ამ ინფორმაციის უფრო ხანგრძლივი დროით შენახვას. შენახვის პერიოდის განსაზღვრისას ჩვენ ვითვალისწინებთ სხვადასხვა კრიტერიუმს, როგორებიცაა თქვენ მიერ მოთხოვნილი ან ჩვენ მიერ მოწოდებული პროდუქტებისა და სერვისების ტიპი, თქვენთან ჩვენი ურთიერთობის ბუნება და ხანგრძლივობა, ჩვენს პროდუქტებთან ან სერვისებთან შესაძლო ხელახალი გადაკვეთა, გავლენა ჩვენ მიერ თქვენთვის მოწოდებულ სერვისებზე, თუ წავშლით გარკვეულ ინფორმაციას თქვენგან ან თქვენს შესახებ, კანონით გათვალისწინებული სავალდებულო შენახვის პერიოდები და ხანდაზმულობის ვადა.
ჩვენი ვებგვერდები შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა მესამე მხარეების ვებგვერდებზე, სოციალური მედიის ინსტრუმენტებზე, ვიჯეტებზე ან ფლაგ-ინებზე, რომლებიც იძლევა ვებ-კონტენტის, მათ შორის, IP მისამართის, მესამე მხარეებთან და სოციალური მედიის პროვაიდერებთან გაზიარების საშუალებას. ამ სოციალური მედიის პროვაიდერებმა შეიძლება შეიტყონ თქვენი ვიზიტის შესახებ მაშინაც კი, თუ არ ხართ შესული თქვენი სოციალური მედიის ანგარიშზე ან არ გაქვთ მათთან ანგარიში. რამდენადაც ყველა დაკავშირებული ვებგვერდი ან ფუნქცია, რომელსაც სტუმრობთ ან იყენებთ, არ არის Mastercard-ის საკუთრებაში ან მისი კონტროლის ქვეშ, გირჩევთ, გადახედოთ კონფიდენციალურობის დაცვის მათ საკუთარ შეტყობინებებს ან პოლიტიკებს.
ჩვენმა ვებგვერდებმა შეიძლება მოგაწოდოთ ბმულები სხვა ვებგვერდებზე თქვენი კომფორტისა და ინფორმირებულობისთვის. ჩვენი ვებგვერდი ასევე შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ ფუნქციებს, რისთვისაც ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვა ორგანიზაციებთან. ამ ორგანიზაციებს შეუძლიათ შეიტყონ თქვენი ვიზიტის შესახებ, მიუხედავად იმისა, იყენებთ თუ არა ამ ფუნქციებს. ეს ვებგვერდები და ფუნქციები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს სოციალური მედიისა და გეოლოკაციის ინსტრუმენტებს, ოპერირებენ Mastercard-ისგან დამოუკიდებლად და აღნიშნულის შესახებ გარკვევით არის მითითებული. რამდენადაც ყველა დაკავშირებული ვებგვერდი ან ფუნქცია, რომლებსაც სტუმრობთ ან იყენებთ, არ არის Mastercard-ის საკუთრებაში ან მისი კონტროლის ქვეშ, გირჩევთ, გადახედოთ ამ ვებგვერდების კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკებს.
Mastercard გთავაზობთ შესაძლებლობას გააზიაროთ, დააკავშიროთ ან სოციალურ მედიაში ახსენოთ ინფორმაცია Mastercard-ის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ. მაგალითად, შეგიძლიათ თქვენი Facebook-ის ანგარიშის მეშვეობით „მოიწონოთ“ შეთავაზება ან „დატვიტოთ“ შეთავაზება Twitter-ის გამოყენებით. როდესაც სტუმრობთ ვებგვერდს სოციალური ქსელის ღილაკის მეშვეობით, თქვენი ბრაუზერი ამყარებს პირდაპირ კავშირს ამ სოციალური ქსელის პროვაიდერთან და თქვენი ვიზიტის შესახებ მონაცემები, მათ შორის, IP მისამართი, გადაეცემა სოციალური ქსელის პროვაიდერს. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში სოციალური მედიის პროვაიდერთან, პროვაიდერმა შეიძლება დააკავშიროს თქვენი ვიზიტი თქვენს ანგარიშთან მაშინაც კი, თუ თქვენ არ ხართ შესული ამ ანგარიშში.
თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გარკვეული ფუნქციები ჩვენს ვებგვერდებზე, რომლებზეც წვდომა შესაძლებელია სხვა ორგანიზაციების გავლით ან რომლებისთვისაც ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც სხვაგვარად არ არის დაკავშირებული Mastercard-თან. ეს ფუნქციები, მათ შორის, გეოლოკაციის ინსტრუმენტები, იმართება მესამე მხარეების მიერ და აღნიშნულის შესახებ გარკვევით არის მითითებული. სოციალური მედიის პროვაიდერები, როგორებიცაა Facebook და Twitter, და ეს სხვა მესამე მხარეები დამოუკიდებელნი არიან Mastercard-ისგან და არ არის აუცილებელი, ისინი იზიარებდნენ კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ იმავე პოლიტიკას, როგორც ეს Mastercard-ის შემთხვევაშია. გთხოვთ, გადახედოთ კონფიდენციალურობის შესახებ მათ შეტყობინებებს, თუ გადაწყვეტთ მათი სერვისების გამოყენებას და გადახედეთ თქვენი სოციალური მედიის ანგარიშის პარამეტრებს, თუ გსურთ გარკვეული ფუნქციების გამორთვა.
Mastercard-ის პროდუქტები და სერვისები არ არის მიმართული, მათზე წვდომა არ არის დაშვებული და ისინი არ არის განკუთვნილი 16 ან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
Mastercard-ის პროდუქტები და სერვისები არ არის მიმართული, მათზე წვდომა არ არის დაშვებული და ისინი არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის. თუმცა, Mastercard-ს შეუძლია დაამუშაოს პერსონალური ინფორმაცია 16 ან 18 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ (რამდენადაც ეს კანონითაა დასაშვები) მშობლის ან მეურვის თანხმობით და ბავშვის თანხმობით, როდესაც ეს აუცილებელია, ან სხვა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ შეიტყობთ, რომ Mastercard ამუშავებს ბავშვის პერსონალურ ინფორმაციას კონფიდენციალურობის დაცვის ამ შეტყობინების დარღვევით, შეგიძლიათ ამის შესახებ გვაცნობოთ მისამართზე privacyanddataprotection@mastercard.com.
კონფიდენციალურობის გლობალური დაცვის ეს შეტყობინება შეიძლება დროდადრო განახლდეს, რათა ავსახოთ ჩვენი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკებში შეტანილი ცვლილებები.
კონფიდენციალურობის გლობალური დაცვის ეს შეტყობინება შეიძლება დროდადრო განახლდეს, რათა ავსახოთ ჩვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვის პრაქტიკებში შეტანილი ცვლილებები. ჩვენ გამოვაქვეყნებთ თვალსაჩინო შეტყობინებას შესაბამის ვებგვერდებზე, რათა გაცნობოთ ჩვენი კონფიდენციალურობის გლობალური დაცვის შეტყობინებაში შეტანილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ან არსებითი ცვლილების შესახებ, სანამ ისინი ძალაში შევა, და შეტყობინების ზედა ნაწილში მივუთითებთ, როდის მოხდა მისი ბოლო განახლება. თუ ჩვენ განვაახლებთ ჩვენს კონფიდენციალურობის გლობალური დაცვის შეტყობინებას, გარკვეულ გარემოებებში შეიძლება მოვითხოვოთ თქვენი თანხმობა.
თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ ელ. ფოსტა ჩვენი კონფიდენციალურობის გლობალური დაცვის ოფისს მისამართზე privacyanddataprotection@mastercard.com. თქვენ ასევე შეგიძლიათ წარადგინოთ მოთხოვნა თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით თქვენი უფლებების განხორციელების შესახებ Mastercard-ის „ჩემი მონაცემების” პორტალზე ან მოგვწეროთ ელ. წერილი მისამართზე: privacyanddataprotection@mastercard.com.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, კომენტარი ან პრეტენზია კონფიდენციალურობის გლობალური დაცვის ამ შეტყობინებასთან და ჩვენს კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკებთან დაკავშირებით, ან გსურთ განაახლოთ თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტა მისამართზე: privacyanddataprotection@mastercard.com ან მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე:
კონფიდენციალურობის გლობალური დაცვის ოფისი
Mastercard International Incorporated
2000 Purchase Street
Purchase, New York 10577
USA
თუ ცხოვრობთ აშშ-ის რომელიმე შტატში, რომელიც კანონით აღიარებს კონფიდენციალურობის უფლებებს, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი უფლებები კონფიდენციალურობის შესახებ სათანადო კანონის შესაბამისად და წარადგინოთ მოთხოვნა Mastercard-ის „ჩემი მონაცემების” პორტალზე, მოგვწეროთ ელ. წერილი მისამართზე: privacyanddataprotection@mastercard.com, ან დაგვირეკოთ უფასოდ ნომერზე: 1-833-244-4084. ამ უფლებებით სარგებლობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ჩვენი აშშ-ის კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის დანართი.
თუ იმყოფებით კვებეკში, კანადაში, თქვენ შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს მისამართზე privacyanddataprotection@mastercard.com. თქვენი Mastercard-ის ბარათისა და შესყიდვის შესახებ შეკითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ფინანსურ ინსტიტუტს ან სავაჭრო ობიექტს. დამატებითი ინფორმაცია მათთან დაკავშირების თაობაზე შეგიძლიათ, იხილოთ მათ შესაბამის ვებგვერდებზე.
თუ თქვენ იმყოფებით EEA-ში, გაერთიანებულ სამეფოში ან შვეიცარიაში, Mastercard Europe SA არის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე (ანუ არის მონაცემთა მაკონტროლებელი). თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ მოთხოვნა თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით თქვენი უფლებების განხორციელების შესახებ Mastercard-ის „ჩემი მონაცემების” პორტალზე, ან გამოგვიგზავნოთ ელ. წერილი მისამართზე: privacyanddataprotection@mastercard.com, ან მოგვწეროთ:
ევროპის მონაცემთა დაცვის ოფიცერი
Mastercard Europe SA
Chaussée de Tervuren 198A
B-1410 Waterloo
Belgium
თუ თქვენ იმყოფებით ბრაზილიაში, Mastercard Brasil Soluções de Pagamento Ltda. არის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე. თქვენ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი მოთხოვნა თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით თქვენი უფლებების განხორციელების შესახებ Mastercard-ის „ჩემი მონაცემების“ პორტალზე, ან გამოგვიგზავნოთ ელ. წერილი მისამართზე: privacyanddataprotection@mastercard.com ან მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე:
ბრაზილიის მონაცემთა დაცვის ოფიცერი
Mastercard Brasil Soluções de Pagamento Ltda.
Avenida das Nações Unidas, 14,171, 20º andar, Crystal Tower
São Paulo/SP
Brasil
CEP 04794-000
თუ თქვენ იმყოფებით კარიბებსა და ლათინურ ამერიკაში, თქვენ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი მოთხოვნა თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით თქვენი უფლებების განხორციელების შესახებ Mastercard-ის „ჩემი მონაცემების” პორტალზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომელიც პასუხისმგებელია კარიბებსა და ლათინური ამერიკის რეგიონზე შემდეგ მისამართზე privacyanddataprotection@mastercard.com.
თუ თქვენ იმყოფებით აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონში (გარდა კონტინენტური ჩინეთისა), ახლო აღმოსავლეთში ან აფრიკაში, Mastercard Asia Pacific Pte. Ltd. არის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე. თქვენ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მოთხოვნა თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით თქვენი უფლებების განხორციელების შესახებ შემდეგ მისამართზე: privacyanddataprotection@mastercard.com, დაგვირეკოთ უფასოდ სპეციალურ ნომერზე, რომელიც მითითებულია აქ ან მოგვწეროთ:
აზია-წყნარი ოკეანიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მონაცემთა დაცვის ოფიცერი
Mastercard Asia/Pacific Pte Ltd
3 Fraser Street, DUO Tower, Level 17
Singapore 189352
თუ თქვენ იმყოფებით სამხრეთ აფრიკაში, შეგიძლიათ ასევე გაგზავნოთ საჩივარი სამხრეთ აფრიკის ინფორმაციის მარეგულირებელ ორგანოში:
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: complaints.IR@justice.gov.za
საფოსტო მისამართი: PO Box 31533, Braamfontein, Johannesburg, 2017
ვებგვერდი: https://www.justice.gov.za/inforeg/
თუ თქვენ იმყოფებით კონტინენტურ ჩინეთში, Mastercard Shanghai Business Consulting Ltd არის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე. თქვენ შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მოთხოვნა თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით უფლებების განხორციელების შესახებ ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: privacyanddataprotection@mastercard.com ან მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე:
ჩინეთის მონაცემთა დაცვის ოფიცერი
Room 2907-14, Part of 29/F Tower 2
Shanghai IFC, 8 Century Avenue
China (Shanghai) Pilot Free Trade Zone