გადადით Mastercard Identity Check-ზე უფრო უსაფრთხო ავთენტიფიკაციისათვის

ციფრული გადახდები ყოველდღიურად უფრო და უფრო იმატებს, ამიტომაც ყველა სავაჭრო ობიექტი ტრანზაქციების მაქსიმალურ უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს. Mastercard Identity Check უსაფრთხოების წამყვანი ტექნოლოგიის, EMV® 3 -D Secure-ს (ჩაანაცვლა 3DS 1.0) მიხედვითაა შემუშავებული, მეტი ტრანზაქციის დასამუშავებლად შეფერხებების გარეშე.

ამცირებს ავთენტიფიკაციისას ზედმეტი ფიზიკური ჩარევის საჭიროებას 

 

უზრუნველყოფს ბარათის გარეშე უსაფრთხო გადახდას ყველა დონეზე, ყველა მოწყობილობაზე

 

ხელს უწყობს თქვენსა და ფინანსურ დაწესებულებებს შორის უფრო დეტალური მონაცემების მიმოცვლას

 

მოიცავს ავტომატურ გადახდებს, ელექტრონულ საფულეებს, ტოკენიზაციას და სხვა

 

გეხმარებათ საწყის ეტაპზე

Mastercard Identity Check, EMV 3-D Secure-ზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს ციფრული გადახდების ოპტიმიზაციას შემდეგი გზით: 

 

გლობალური ქსელი

თაღლითობის გამოვლენის უმაღლესი დონის ტექნოლოგიით, ჩვენი ქსელი ხელს უწყობს უფრო დეტალური მონაცემების გაცვლას და ყოველწლიურად მილიარდობით უსაფრთხო ტრანზაქციის ავთენტიფიკაციას.

 

მიმდინარე ინოვაცია

ჩვენ მუდმივად ვვითარდებით ბიომეტრიის, რისკზე დაფუძნებული ავთენტიფიკაციის, ხელოვნური ინტელექტის და ქცევითი ანალიტიკის მიმართულებით.

 

Plug-and-Play ბიომეტრია

ბიომეტრიული გადაწყვეტილება, ორ ფაქტორიანი ავთენტიფიკაციის საშუალებით, ციფრული გადახდების მეტ უსაფრთხოებას უწყობს ხელს.

 

მარტივი გზა

იმპლემენტაციის პროცესი წარმატების გამოცდილებას ემყარება, რაც რესურსებისა და ბაზარზე გასვლის დროის შემცირების საშუალებას იძლევა.

 

Mastercard-ის EMV 3-D Secure-ის განვითარების პროცესი

Mastercard-ის სამოქმედო გეგმა პროდუქტის წარდგენისთვის საჭირო ძალისხმევითა და მნიშვნელოვანი თარიღებით.

2018

Q2

Mastercard-ის ადრეული მომხმარებლების მხარდაჭერა

Q4

EMV 3-D უსაფრთხოების სისტემის თანამშრომლებისთვის საერთაშორისო დონეზე გაცნობა და EMV 3-D Secure ჩაშვება

EMV 3-D Secure Mastercard-ის გამცემებისთვის

2019

Q1

NuData Security 3DS შეთავაზება

Mastercard Payment Gateway

Q4

იდენტიფიკაციის პროგრამის შესაბამისობაში მოყვანა

2020

Q4

Mastercard-ის ქსელზე 3DS 1.0-ის მხარდაჭერის შეწყვეტა

 

Mastercard Identity Check-ის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ:

  • გააუმჯობესოთ ციფრული გადახდები
  • გამორიცხოთ ფიზიკური ჩარევის საჭიროება
  • შეამციროთ ონლაინ კალათის მიტოვება და გააუმჯობესოთ კონვერტაციის მაჩვენებლები
  • გაზარდოთ დამტკიცების და ტრანზაქციების რაოდენობა
  • გააუმჯობესოთ მომხმარებელთა ერთგულება და ჩართულობა
  • დანერგოთ უსაფრთხოების უფრო მაღალი სტანდარტი დღეს, Mastercard Identity Check-თან ერთად