Mastercard Identity Check უფრო უსაფრთხო ავთენტიკაციისთვის

ბარათის მფლობელებისთვის ყველა მოწყობილობაზე გადახდის უსაფრთხო და თანმიმდევრული მეთოდის შეთავაზება უაღრესად მნიშვნელოვანია. Mastercard Identity Check ავთენტიფიკაციის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის ტექნოლოგიაზე, EMV® 3 -D Secure-ზე (ჩაანაცვლა 3DS 1.0) არის დაფუძნებული.

ამცირებს ავთენტიფიკაციისას ზედმეტი ფიზიკური ჩარევის საჭიროებას 

 

უზრუნველყოფს ბარათის გარეშე უსაფრთხო გადახდას ყველა დონეზე, ყველა მოწყობილობაზე

 

ხელს უწყობს თქვენსა და სავაჭრო ობიექტებს შორის უფრო დეტალური მონაცემების მიმოცვლას

 

მოიცავს ავტომატურ გადახდებს, ელექტრონულ საფულეებს, ტოკენიზაციას და სხვა

 

გეხმარებათ საწყის ეტაპზე

Mastercard Identity Check, EMV 3-D Secure-ზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს ციფრული გადახდების ოპტიმიზაციას შემდეგი გზით: 

გლობალური ქსელი

თაღლითობის გამოვლენის უმაღლესი დონის ტექნოლოგიით, ჩვენი ქსელი ხელს უწყობს უფრო დეტალური მონაცემების გაცვლას და ყოველწლიურად მილიარდობით უსაფრთხო ტრანზაქციის ავთენტიფიკაციას.

 

მიმდინარე ინოვაცია

ჩვენ მუდმივად ვვითარდებით ბიომეტრიის, რისკზე დაფუძნებული ავთენტიფიკაციის, ხელოვნური ინტელექტის და ქცევითი ანალიტიკის მიმართულებით.

 

Plug-and-Play ბიომეტრია

ბიომეტრიული გადაწყვეტილება, ორ ფაქტორიანი ავთენტიფიკაციის საშუალებით, ციფრული გადახდების მეტ უსაფრთხოებას უწყობს ხელს.

 

მარტივი გზა

იმპლემენტაციის პროცესი წარმატების გამოცდილებას ემყარება, რაც რესურსებისა და ბაზარზე შესვლის დროის შემცირების საშუალებას იძლევა.

Mastercard-ის EMV 3-D Secure-ის განვითარების პროცესი

Mastercard-ის სამოქმედო გეგმა პროდუქტის წარდგენისთვის საჭირო ძალისხმევითა და მნიშვნელოვანი თარიღებით.

2018

Q2

Mastercard-ის ადრეული მომხმარებლების მხარდაჭერა

Q4

EMV 3-D Secure სისტემის თანამშრომლებისთვის საერთაშორისო დონეზე გაცნობა და EMV 3-D Secure-ის ჩაშვება

ადრეული მომხმარებლების პროგრამის დასასრული

რისკზე დაფუძნებული ავთენტიფიკაციის შემცვლელი სერვისი (ავტო-რეგისტრაცია)

2019

Q1

Digital Transaction Insights-ის ჩაშვება

Q4

იდენტიფიკაციის პროგრამის შესაბამისობაში მოყვანა

2020

Q4

Mastercard-ის ქსელზე 3DS 1.0-ის მხარდაჭერის შეწყვეტა

 

Mastercard Identity Check-ის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ:

  • შეამციროთ თაღლითობის ალბათობა სტატიკური პაროლის გამორიცხვით
  • გამორიცხოთ ფიზიკური ჩარევის საჭიროება
  • გაზარდოთ დამტკიცების და ტრანზაქციების რაოდენობა
  • შეამციროთ მომხმარებლების სერვისის ხარჯები ზარების და პაროლის განახლების რაოდენობის შემცირების საფუძველზე
  • გააუმჯობესოთ მომხმარებელთა ერთგულება და ჩართულობა
  • შესთავაზოთ მომხმარებლებს დამატებითი სიმშვიდე