ბოლო რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, თქვენი ადგილსამყოფელის მიხედვით, კორონავირუსის მიერ გამოწვეული სიტუაცია ჩვენი ყოველდღიური რეალობის ნაწილად იქცა. ყოველდღიური რეაგირება მთავრობისა და ბიზნესისგან თავის მხრივ ფორმირებას ახდენს ახალი რეალობის და გამოწვევების, რასაც თითოეული ჩვენთაგანი გრძნობს.

Mastercard ყოველდღიურად ახდენს სიახლეების მონიტორინგს, ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის და მომხმარებლებისთვის სერვისების უზრუნველყოფისთვის.

ჩვენ თქვენთან ვართ. ნებისმიერ ჩვეულებრივ დღეს, ჩვენი ქსელი გეხმარებათ მიიღოთ მაქსიმუმი თითოეული ქმედებიდან, იქნება ეს საჩუქრის ყიდვა თუ პროდუქტების მარაგების შევსება, ვეხმარებით მცირე ბიზნესს გადახდების წარმოებაში, ვიყენებთ ინფორმაციაზე დაყრდნობილ ინსაითებს რათა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დავეხმაროთ მთავრობებსა და ბიზნესებს. და რათქმაუნდა ამ ყველაფრის მიღმა, ჩვენი მთავარი დაპირება რომ თითოეული ტრანზაქცია გავხადოთ უსაფრთხო, მარტივი, მოქნილი და ხელმისაწვდომი, უცვლელი რჩება.

მიუხედავად ბევრი ცვლილებისა და არსებული გაურკვევლობისა მსოფლიოში, ჩვენი ტექნოლოგიები კვლავინდებურად უზრუნველყოფს ფულად გზავნილებს მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის, წვდომას ანგარიშებთან სამედიცინო მიზნებისთვის და სხვა. მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობისა, ჩვენ ვაგრძელებთ ფუნქციონირებას ზუსტად იგივენაირად, როგორც ნორმალურ პირობებში.

მომხმარებლებისთვის
თუ თქვენ გაქვთ კითხვები თქვენი ბალანსის ან კონკრეტული შენაძენების შესახებ, გირჩევთ დაუკავშირდეთ ბანკს ან იმ საკრედიტო დაწესებულებას, რომელსაც ეკუთვნის თქვენი ბარათი. ნომერი თქვენი ბარათის უკანა მხარეს არის მითითებული. დამატებით, ჩვენი გუდი მზად არის დაგეხმაროთ ონლაინ - Twitter- ზე ან სატელეფონო ზარის მეშვეობით შემდეგ ნომრებზე.

ელექტრონული გადახდების სარგებელი

  • უკონტაქტო გადახდა ნიშნავს, რომ თქვენ არ გჭირდებათ საკუთარი ბარათის მიწოდება სხვა პირისთვის. მიადეთ თქვენი ბარათი ან ელექტრონული საფულე ტერმინალს მეტი უსაფრთხოებისთვის, სისწრაფისთვის და ჰიგიენისთვის.
  • თქვენ ასევე არ გჭირდებათ კალამი, რადგან შენაძენის გაკეთებისას თქვენი ხელმოწერა საჭირო აღარ არის.

უსაფრთხოება უპირველესყოვლისა

  • კიბერკრიმინალი სარგებლობს საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესით COVID-19 -ის ირგვლის გავრცელებული სიახლეებისადმი. რისკების თავიდან ასარიდებლად, ეწვიეთ მხოლოდ იმ ვებსაიტებს რომლებსაც ენდობით და იცნობთ, გადაამოწმეთ გამომგზავნის ვინაობა და არასდროს გასცეთ სენსიტიური ინფორმაცია.
  • თქვენ დაცული ხართ არაავტორიზებული შენაძელებისგან. თუ თქვენ დაკარგეთ ბარათი ან შენიშნეთ უცნობი დანახარჯები თქვენს ბალანსში, დაეკონტაქტეთ ბარათის გამომცემ ბანკს ან ფინანსურ ორგანიზაციას.

დახმარება საზოგადოებას
ჩვენ შევუერთდით Bill & Melinda Gated Foundation -ს და Wellcome Trust-ს რათა დავაჩქაროთ პროცესები COVID-19 თან საბრძოლდელად. ჩვენ მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ რათა ერთად ვიპოვოთ გამოსვალი ამ უპრეცედენტო სიტუაციასთან გასამკლავებლად.

ჩვენ ვმუშაობთ რათა დავეხმაროთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს, რომლებიც ძლიერ დაზარალდნენ მოცემული სიტუაციიდან - მხარს ვუჭერთ China Women’s Development Foundation-ს, U.S food banks -ს და გადავეცით 25,000 რესპირატორული ნიღაბი ნიუ-იორკის ჰოსპიტალებს. ჩვენი პარტნიორობით Scholastic -თან, ხელმისაწვდომია ონლაინ პროგრამა Girls4Tech მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის, ვინც დამატებით რესურსებს ეძებს სწავლებისთვის. პროგრამა განკუთვნილია მე-3 -დან მე-7 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის.