მიიღე შანსი მოიგო საგზური ლონდონში

2019 წლის 11 ნოემბრიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით, გადაიხადე Mastercard-ით საქართველოში ან საზღვარგარეთ და მიიღე შანსი, მოიგო 750 პრიზიდან ერთ-ერთი ან საგზური ლონდონში, სადაც თავად გამოსცდი ვარსკვლავური ომების საგას.

საგზური ლონდონში
4 დაუჯერებელი ღონისძიებით აღნიშნე ფილმის გამოსვლა: «ვარსკვლავური ომები: სქაიუოქერის აღზევება»

 

გრინვიჩის სამეფო ობსერვატორია

აღმოაჩინე სამყაროს ყველაზე მიუწვდომელი ადგილები გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიიდან. უახლესი კომპიუტერული ეფექტებით, კოსმოსური ხომალდით და ტელესკოპით გადაღებული ფოტოების კომბინაცია, პლანეტარიუმს საოცარი კოსმოსური თავგადასავალების სივრცედ აქცევს. შეაღწიე მზის შუაგულში, ეწვიე შორეულ გალაქტიკებს, იხილე ვარსკვლავის დაბადება, დაეშვი მარსზე და დალაშქრე მთელი მზის სისტემა.

პლანეტარიუმი სხვებისთვის იკეტება, მაგრამ შენთვის ყოველთვის ღიაა! მიიღე ექსკლუზიური წვდომა ბრიტანეთში ყველაზე დიდი აღქმის მქონე ტელესკოპზე და ამოხსენი სამყაროს საიდუმლოებები. ამ საოცარ, ვარსკვლავურ ვოიაჟში, ორი პირადი ასტრონომი დაგეხმარება, რომ კოსმოსის უამრავი საიდუმლო საკუთარი თვალით იხილო.

 

მადამ ტიუსო™

შენ გექნება VIP მოსაწვევი მადამ ტიუსოს მუზეუმში, სადაც „ვარსკვლავური ომების“ გამოფენიდან პირდაპირ მოივლი ჯაკუს, ჰატი ჯაბას სამყოფელს, სატახტო ოთახს, სიკვდილის ვარსკვლავს, მუსტაფარს, ტატუინსა და დაგობას. ასევე, შეძლებ „ათასწლოვანი შევარდენის“ ბორტზე მოხვედრას.

 

ლონდონის თვალი

ისიამოვნე ქალაქის 360 გრადუსიანი ხედებით „ლონდონის თვალის“ კაფსულიდან! მიჰყევი ატრაქციონის ბრუნვას და გადაავლე თვალი მთელ ლონდონს 442 ფუტის (135 მეტრი) სიმაღლიდან.

 

ლონდონი ცაში

რესტორანში „ლონდონი ცაში“ კულინარიული სიამოვნება სულ სხვა სიმაღლეზეა აყვანილი. სადილს მოგართმევენ მიწიდან 100 ფუტის (30 მეტრის) სიმაღლეზე ჩამოკიდებულ ზეციურ მაგიდაზე! ასევე, შეგიძლია დახვეწილი “სქაი გარდენის“ უნიკალურ საზოგადოებრივ სივრცეში ისადილო, რომელიც სამ სართულს მოიცავს და ქალაქის შესანიშნავ ხედებს გადაჰყურებს.