ონლაინ უსაფრთხოება

რატომ ვყიდულობთ ონლაინ?

ინტერნეონლაინ ტრანზაქციების დროს უსაფრთხოების შენარჩუნება რთული სულაც არ არის.ტმა სამუდამოდ შეცვალა ჩვენი სამომხმარებლო ჩვევები, და შემოგვთავაზა მთელი რიგი უპირატესობები მაღაზიებში ტრადიციული ვიზიტების სანაცვლოდ. ინტერნეტში, ჩვენ შეგვიძლია გადავიხადოთ 24/7 მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილში. გარდა ამისა, ქსელში წარმოდგენელია საქონლის უფრო ფართო ასორტიმენტი, მათ შორის, გლობალური ბრენდები, რომელთა პროდუქცია შეიძლება არ იყიდებოდეს თქვენს ქვეყანაში.ინტერნეტ- მაღაზიების უმრავლესობაში თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ ონლაინ — სწრაფად, უსაფრთხოდ და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ონლაინ ტრანზაქციების დროს უსაფრთხოების შენარჩუნება რთული სულაც არ არის.

მსოფლიოში ინტერნეტთან 23 მილიარდი მოწყობილობაა დაკავშირებული

ონლაინ გადარიცხვების მოცულობა 5-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ჩვეულებრივი გადახდების რაოდენობა

 

 

 

  • შეამოწმეთ ონლაინ მაღაზიების საიმედოობა. ვებ გვერდზე ხელმისაწდომი უნდა იყოს კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია: კონტაქტები, იურიდიული მონაცემები, მყიდველების შეფასება და საჩივრები.
  • შეიყვანეთ თქვენი გადახდის ინფორმაცია მხოლოდ უსაფრთხო საიტებზე. ისინი შეიძლება გამოიცნოთ პრეფიქსით https:// მისამართის ზოლის დასაწყისში და ბოქლომის ნიშნით ბრაუზერში.
  • არასოდეს გაგზავნოთ თქვენი საბანკო ანგარიში და საკრედიტო ბარათის მონაცემები ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
  • არ ენდოთ ვებ გვერდებს, რომლებიც გთავაზობენ პროდუქციას ან მომსახურებას საეჭვოდ დაბალ ფასებში.

როგორ უნდა დაიცვათ თქვენი მონაცემები?

რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ ონლაინ რეჟიმში, მით უფრო მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ ჩვენი პირადი ინფორმაცია. პირადი მონაცემები გულისხმობს სახელებს, მისამართებს, ტელეფონის ნომრებსა და საბანკო დეტალებს. ბევრი ონლაინ მაღაზია გთხოვთ, მიაწოდოთ თქვენი პირადი ინფორმაცია, რათა შეძლოთ მათი მომსახურებით სარგებლობა. შესაძლოა, ისინი ცდილობდნენ თქვენი იდენტობის დადასტურებას, რათა დაამუშავონ გადახდა ან შეძლონ თქვენთვის პროდუქციის მოწოდება. თქვენ უნდა მოძებნოთ ისეთი მაღაზიები, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ თავიანთი სანდოობისა და უსაფრთხოების განვითარებას. სამწუხაროდ, არსებობს უამრავი ონლაინ კრიმინალი, რომელიც ცდილობს თქვენს მოტყუებას, იდენტობის მოპარვას ან რაიმე სხვა ტიპის თაღლითობის ჩადენას. თქვენი იდენტობის მოპარვის გზით, კრიმინალს შეუძლია, შეაღწიოს თქვენს საბანკო ანგარიშში, მოიპოვოს თქვენი საკრედიტო ბარათები, ან გამოიტანოს სესხები თქვენი სახელით, რაც გაანადგურებს თქვენს საკრედიტო ისტორიასა და რეპუტაციას.

მაგალითი

ნინომ მიიღო ელექტრონული წერილი უცხო პიროვნებისაგან, რომელიც სთავაზობდა კონცერტის იაფ ბილეთებს. წერილი შეიცავდა დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლებოდა მათი შეძენა. ნინომ დააჭირა წერილში მითითებულ ბმულს და ბრაუზერის ახალ ფანჯარაში დაინახა ბილეთების გასაყიდი ვებ-გვერდი, რომელიც ძალიან გავდა პროფესიონალურ ვებ-გვერდს. მან შეიყვანა თავისი სახელი, მისამართი და საკრედიტო ბარათის მონაცემები, მაგრამ ბილეთი არ მიიღო. მოგვიანებით, ბანკმა აცნობა ნინოს, რომ მისი საკრედიტო ბარათი გამოყენებული იყო რამდენიმე არასანქცირებული ოპერაციების ჩასატარებლად საზღვარგარეთ.

 

 

 

  • დააყენეთ მონაცემების დასაცავი სპეციალური აპლიკაციები თქვენს მოწყობილობებზე და არ დაგავიწყდეთ მათი განახლება.
  • გამოიყენეთ მხოლოდ საიმედო პაროლები და ცვალეთ ისინი რეგულარულად.
  • არ შეინახოთ პაროლები და PIN კოდები თქვენ კომპიუტერში.
  • არ ჩაატაროთ საბანკო ოპერაციები ან შესყიდვები, როდესაც თქვენ მიერთებული ხართ საჯარო Wi-Fi ქსელებთან.
  • რეგულარულად მოახდინეთ თქვენი კომპიუტერის და მობილური მოწყობილობების მონაცემების სარეზერვო კოპირება.

როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მოწყობილობები?

ბევრი ჩვენგანი იყენებს სმარტფონებს არა მხოლოდ ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში შესასვლელად, არამედ იმისათვის, რომ მოახდინოს ონლაინ შესყიდვები.
ეს მოსახერხებელია, მაგრამ აუცილებლად უნდა იზრუნოთ თქვენი მოწყობილობის და მასში არსებული მონაცემების დაცვაზე.

მაგალითი

დათომ მიიღო მეგობრისგან მოწვევა შეუერთდეს ახალ პოპულარულ ონლაინ თამაშს. მან დააჭირა გადმოსაწერ ბმულს და დაინახა არაავტორიზირებული აპლიკაციების მაღაზიის ვებ-გვერდი. მაქსიმის შეკითხვებზე მეგობარმა უპასუხა, რომ გვერდი მუშაობს უპრობლემოდ, და ეს არის საუკეთესო ადგილი, თამაშების უფასოდ ჩამოსატვირთად. მაშინ დათომ გაიხსენა, რომ ერთ-ერთ კიბერუსაფრთხოების პრეზენტაციაზე მას მოუთხრეს, არასანქცირებული პროგრამების ჩამოტვირთვის რისკებზე, ამიტომ მან თავაზიანად უარი უთხრა მეგობარს შეთავაზებაზე.

 

 

 

  • დააყენეთ პაროლი ან PIN-კოდი თქვენ მოწყობილობაზე.
  • გამოიყენეთ ავტომატური განახლების ფუნქცია, რათა გამოქვეყნებისთანავე დააყენოთ აპლიკაციების და საოპერაციო სისტემების უახლესი ვერსიები.
  • დარწმუნდით, რომ თქვენი მოწყობილობა არ უერთდება უცნობ ქსელებს ავტომატურად, თქვენი დადასტურების გარეშე.
  • ყურადღებით შეამოწმეთ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან წვდომის უფლებები, რომლებსაც ითხოვენ აპლიკაციები ინსტალირების დროს.
  • დააყენეთ აპლიკაციები მხოლოდ სანდო მომწოდებლებისგან.

მყიდველების პირადი პასუხისმგებლობა

იმისთვის, რომ ინტერნეტში შესყიდვებმა მოიტანოს მხოლოდ კმაყოფილება, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ სიფხიზლე. ბანკები და გადახდის სისტემები აკეთებენ ყველაფერ შესაძლებელს მომხმარებლების დასაცავად, მაგრამ მყიდველებმაც უნდა მიიღონ უსაფრთხოების ზომები.

მაგალითი

მარინა ცხოვრობს საქართველოს შორეულ რეგიონში, ამიტომ მისთვის უფრო მოსახერხებელია მოდური აქსესუარების ყიდვა ინტერნეტით. თუმცა, იგი შიშობს თავის უსაფრთხოებაზე, რადგან მისი მეგობრები უკვე გახდნენ თაღლითების მსხვერპლი. მარინამ შეარჩია ინტერნეტ-მაღაზია მოსახერხებელი ინტერფეისით, დეტალური საკონტაქტო ინფორმაციით და ნივთის დაბრუნების ზუსტი ინსტრუქციით. გარდა ამისა, მაღაზიის ვებ-გვერდზე გასაგებად არის აღწერილი კონფიდენციალურობის პოლიტიკა და განმარტებულია კლიენტის დაცვის პირობები საკრედიტო ბარათით გადახდის დროს. მარინა იხდის სასურველი სამკაულების საფასურს და რამდენიმე დღის განმავლობაში ღებულობს მათ ფოსტით.

 

 

 

  • გამოიყენეთ მხოლოდ საიმედო და უნიკალური პაროლები თქვენი სამომხმარებლო ანგარიშებისთვის ინტერნეტში.
  • შეამოწმეთ კონფიდენციალურობის პარამეტრები სოციალურ ქსელებში და არავის არ გადასცეთ თქვენი ანგარიშის მონაცემები.
  • არ შეიყვანოთ პირადი ინფორმაცია საჯარო კომპიუტერებიდან ან Wi-Fi ღია ქსელების მეშვეობით.
  • რეგულარულად შეამოწმეთ, საკრედიტო ბარათების ამონაწერები, საბანკო ანგარიშები, სატელეფონო და ონლაინ გადახდები საეჭვო ოპერაციებზე.

როგორ ზრუნავს ინდუსტრია მომხმარებელის უსაფრთხოებაზე?

Masterpass™ სერვისი

Masterpass — არის ციფრული საფულე, რომელიც ონლაინ შოპინგს უფრო მარტივს, დაცულს და მოსახერხებელს ხდის. ის გაძლევთ საშუალებას შეინახოთ ყველა თქვენი გადახდის და სამისამართო მონაცემები ერთ ცენტრალურ და უსაფრთხო ადგილას.

Masterpass-თან ერთად, თქვენ არ დაგჭირდებათ პირადი ინფორმაციის ყოველ ჯერზე შეტანა ვებ-გვერდებზე, მათი შენახვა სხვადასხვა აპლიკაციებში. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს, მომხმარებელის ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.

3D Secure ტექნოლოგია

შესყიდვების გადახდის დროს ვებ-გვერდებიდან, რომლებიც იყენებენ 3D Secure ტექნოლოგიას, თქვენ გადადიხართ თქვენი ბანკის ფურცელზე, სადაც თქვენ შემოგთავაზებენ შეიყვანოთ Mastercard SecureCode™ დადასტურების კოდი. ბანკი გამოგიგზავნით თქვენ ერთჯერად პაროლს SMS-ით გადახდის შესრულების დასადასტურებლად. ეს კოდი არ არის ხელმისაწვდომი გამყიდველისათვის და შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი ტრანზაქციისათვის.

Mastercard-ის შესახებ

Mastercard® — ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მუშაობს გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. Mastercard-ის მისიაა გააერთიანოს მომხმარებელი, საფინანსო დაწესებულებები, სავაჭრო-მომსახურების დაწესებულებები, ასევე, ხელისუფლების და ბიზნესის წარმომადგენლები მსოფლიოს მასშტაბით, რითიც აძლევს მათ ელექტრონული გადახდების გამოიყენების საშუალებას ნაცვლად ნაღდი ფულისა და ჩეკებისა.

Mastercard მართავს გადახდების დამუშავების სუპერ სწრაფ ქსელს. ჩვენ ვამუშავებთ ტრანზაქციებს, ვახდენთ ავტორიზაციას, კლირინგს და ანგარიშსწორებას, აგრეთვე ვუზრუნველვყოფთ ამისათვის საჭირო გადაწყვეტილებებს და მომსახურებას. გადახდის ტექნოლოგიების და მომსახურების ფართო სპექტრის შექმნით ჩვენ გადახდის პროცესს კიდევ უფრო მარტივს და ეფექტურს ვხდით, . Mastercard ოპერირებს 210-ზე მეტ ქვეყანაში და 150-ზე მეტ ვალუტასთან.

ჩვენი ქსელი უზრუნველყოფს გადახდების გლობალური სისტემის უსაფრთხოებას და საიმედოობას.