სარგებლობის პირობები

შესავალი

Mastercard International Incorporated (შემდგომში „Mastercard“ ან „ჩვენ“) გთავაზობთ www.mastercard.ge საიტს („Mastercard საიტს“) პირადი საინფორმაციო, საგანმანათლებლო და გასართობი მიზნებისთვის. შეგიძლიათ დაათვალიეროთ, ჩამოტვირთოთ და სხვაგვარად გამოიყენოთ Mastercard საიტი. საიტზე შესვლის და გამოყენებისას თქვენ ეთანხმებით ქვემოთ წარმოდგენილ პირობებს (სარგებლობის პირობებს) შეზღუდვის ან კვალიფიკაციის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში გთხოვთ, არ გამოიყენოთ Mastercard საიტი.

შინაარსი

საიტის კონტენტის გამოყენების უფლება

ჩვენ გაძლევთ შეზღუდულ, არაექსკლუზიურ, შექცევად ლიცენზიას Mastercard საიტიდან ნებისმიერი ქვემოთ წარმოდგენილი კონტენტის დასათვალიერებლად, გასაზიარებლად, ამოსაბეჭდად ან ჩამოსატვირთად თქვენი პირადი სარგებლობისთვის. თქვენ არ გეძლევათ უფლება აწარმოოთ ლიცენზირება, ხელმეორედ გამოქვეყნება, გავრცელება, ასლის გაკეთება, გასხვისება, სუბლიცენზირება, გადაცემა, გაყიდვა, წარმოებული ნაშრომები ან სხვა არაპირადი სარგებლობის უფლება. დაუშვებელია კონტენტის რომელიმე ნაწილის რაიმე ფორმით რეპროდუცირება, ან რომელიმე საინფორმაციო, საძიებო, ელექტრონულ ან მექანიკურ სისტემაში შეტანა, გარდა თქვენი პირადი სარგებლობისა. დაუშვებელია Mastercard საიტზე შესვლა / გამოყენება, თუ კი ეს გამოიწვევს Mastercard საიტის, მისი რომელიმე სერვერის ან ქსელის შესაძლო ან გამიზნულ დაზიანებას ან ხელს შეუძლის სხვა პირებს საიტით სარგებლობაში ან გართობაში. თქვენ ასევე გეძლევათ შეზღუდული, არაექსკლუზიური უფლება შექმნათ საიტის ან მისი რომელიმე კონტენტის ჰიპერლინკი, თუ კი ეს ლინკი არ შეიცავს Mastercard-ის, მისი პროდუქტების ან მომსახურების არასწორ, შეცდომაში შემყვან, დამაკნინებელ ან სხვაგვარად დამამცირებელ აღწერილობას (გამოსახვას), ან არ გულისხმობს Mastercar-ის მიერ თქვენი საიტის, გვერდის ან კონტენტის დაფინანსებას ან მოწონებას. დაუშვებელია საიტზე შესასვლელად ავტომატიზებული სისტემების (მაგ. რობოტების, სპაიდერების და სხვ.) გამოყენება. თქვენ თანახმა ხართ, რომ არ შეაგროვებთ საიტის სხვა მომხმარებლების პირადობის დამდგენ ინფორმაციას, არ გაყიდით ან სხვაგვარად გამოიყენებთ ასეთ ინფორმაციას. გარდა იმ შეზღუდული უფლებებისა, რომლებიც პირდაპირ არის აქ ნახსენები, ყველა უფლება, საკუთრების უფლება და ინტერესი Mastercard საიტთან და მის კონტენტთან დაკავშირებით ეკუთვნის Mastercard-ს.

MASTERCARD-ი უფლებას იტოვებს შეტყობინების გარეშე თავისი შეხედულებისამებრ უთხრას საიტზე წვდომის უარი პირებს ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის სარგებლობის რომელიმე პირობის გამოყენების უფლების დარღვევისთვის.

ცვლილებები Mastercard საიტში და სარგებლობის პირობში

MASTERCARD უფლებას იტოვებს შეტყობინების გარეშე ნებისმიერ დროს შეცვალოს კონტენტი, მასალები ან ინფორმაცია, რომელიც საიტზე გამოჩდება, ან მასთან არის დაკავშირებული, მათ შორის წინამდებარე სარგებლობის პირობები. Mastercard-ს შეუძლია ნებისმიერ დროს გადახედოს სარგებლობის პირობებს და განაახლოს პუბლიკაცია. თქვენ დროდადრო უნდა მოინახულოთ ეს გვერდები გამოყენების წესების დასათვალიერებლად.

ინტელექტუალური საკუთრების უფლება

Mastercard საიტის კონტენტი დაცულია შესაბამისი ინტელექტუალური საკუთრების კანონებით; იგი Mastercard-ს ეკუთვნის ან Mastercard-ი იყენებს ლიცენზიის ან ნებართვის საფუძველზე. ტექსტი, ფორმატირება (მათ შორის შეუზღუდავად, მასალების შერჩევა, კოორდინაცია და დაკაბადონება მასტერკარდ საიტზე) ასევე გამოსახულებები, გრაფიკა, ანიმაცია, იარაღები, ვიჯეტები, აპლიკაციები, რეკლამა, ვიდეო, მუსიკა, ხმები, სტატიები, ასლები, შემოქმედებითი მასალები, ფოტოები, სასაქონლო ნიშნები, სერვისის ნიშნები, სავაჭრო მარკები და ლოგოები, სხვა მასალები და ინფორმაცია ექვემდებარება Mastercard-ის, მისი ფილიალების და აფილირებული პირების, ასევე მათი ლიცენზიარების და ლიცენზიატების ინტელექტუალური საკუთრების უფლებას (ერთობლივად „კონტენტი“). ამ საიტის ზოგიერთი ელემენტი შეიძლება დაცული ან ლიცენზირებული იყოს აშშ პატენტით 6,091,956. დაუშვებელია ამ მასალების კოპირება, რეკონსტრუირება, დეკომპილაცია, დაშლა, მოდიფიკაცია, სხვა ვებსაიტებზე გამოქვეყნება, ფრეიმინგი, deep linking, შეცვლა ან სხვაგვარად გავრცელება, ხელმეორედ გავრცელება, ლიცენზირება, სუბლიცენზირება ან გადაცემა თქვენს მიერ რაიმე ფორმით. Mastercard საიტზე არსებული კონტენტიდან არაფერი არ უნდა იყოს აღქმული როგორც უფლების ან ლიცენზიის მინიჭება ირიბად თუ ესტოპელით, ან სხვაგვარად Mastercard-ის სასაქონლო ნიშნების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებით, ან საავტორო უფლებით დაცული მასალის კომერციული მიზნით გამოყენებაზე Mastercard- ის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე. Mastercard საიტზე ნაჩვენები სასაქონლო ნიშნები, ლოგოები, სავაჭრო ნიშნები, და მომსახურების ნიშნები, რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული (კოლექტიურად "სასაქონლო ნიშნები") წარმოადგენს Mastercard-ის და მისი მესამე მხარის პარტნიორების სასაქონლო ნიშნებს. Mastercard საიტზე არსებული კონტენტიდან არაფერი არ უნდა იყოს აღქმული როგორც უფლების ან ლიცენზიის მინიჭება ირიბად თუ სხვაგვარად, Mastercard Site- ზე ნაჩვენები სასაქონლო ნიშნების გამოყენებაზე Mastercard-ის, ან მესამე მხარის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, რომელსაც ეს სასაქონლო ნიშანი ეკუთვნის.Mastercard U.S. Trademarks

ამ მასალების არასანქცირებული კომერციული გამოყენება ნიშნავს Mastercard-ის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევას და ექვემდებარება მასტერქარდის სამართლებრივ უფლებებსა და სამართლებრივი დაცვის საშუალებებს.

საავტორო უფლებასთან დაკავშირებული საჩივრები

საიტის ფუნქციონირებისას, Mastercard შეიძლება მოქმედებდეს როგორც "სერვისის პროვაიდერი" (როგორც ეს განსაზღვრულია DMCA- ს მიერ) და როგორც მასალების და ლინკების ონლაინ პროვაიდერმა მომსახურება შესთავაზოს მესამე მხარის ვებ საიტებს. შედეგად, შესაძლებელია მოხდეს მესამე მხარის მასალების (რომლებსაც Mastercard არ ფლობს ან არ აკონტროლებს) გადაცემა, შენახვა, ნახვა ან სხვაგვარად წვდომა საიტის მეშვეობით. Mastercard- ს გააჩნია გარკვეული იურიდიულად სანქცირებული პროცედურები საიტის საავტორო უფლებების დარღვევის ბრალდებებთან დაკავშირებით და პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი კონტენტის დაუყოვნებლივ ამოღებას ან ნებისმიერი მომხმარებლის შეჩერებას რომელმაც ზიანი მიაყენა Mastercard-ის ან მესამე მხარის უფლებებს, ან სხვაგვარად დაარღვია ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონი ან რეგულაციები ან ეს ხელშეკრულება. თუ ფიქრობთ, რომ საიტის საშუალებით ხელმისაწვდომი რომელიმე მასალა არღვევს საავტორო უფლებას, უნდა შეატყობინოთ Mastercard-ს შეტყობინების პროცედურის გამოყენებით DMCA (17 U.S.C. Sect. 512(c)(2)) შესაბამისად. Mastercard დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას მასალის ამოსაღებად ან მასზე წვდომის შესაწყვეტად და შეასრულებს DMCA-ში განსაზღვრულ პროცედურებს შემტყობინებელ მხარესა და მასალის მომწოდებელ კანონის დამრღვევს შორის დავის მოსაგვარებლად. დარღვევის შესახებ შეტყობინება უნდა გაგზავნოთ DMCA-ის თანახმად: Copyright Agent, Mastercard, 2000 Purchase Street, Purchase, NY 10577, Attn: სამართლის დეპარტამენტი ან copyrightagent@mastercard.com.

გთხოვთ მოგვაწოდოთ შეტყობინება, რომელშიც წარმოდგენილია:

  1. საავტორო უფლებით დაცული სამუშაოს იდენტიფიცირება, ან სხვა ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც თქვენი აზრით დაირღვა;
  2. საკმარისად დეტალური იდენტიფიცირება საიტის მასალისა, რომლითაც თქვენი აზრით დაირღვა უფლებები, რათა Mastercard-მა შეძლოს საიტზე მისი პოვნა;
  3. თქვენ მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თქვენ გჯერათ, რომ სადავო გამოყენება არ არის სანქცირებული საავტორო უფლების მფლობელის, მისი აგენტის მიერ ან კანონით;
  4. ცრუ ჩვენების მიცემის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით თქვენ მიერ გაკეთებული განცხადება, რომ (a) შეტყობინებაში წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტია, და (b) რომ თქვენ ხართ საავტორო უფლების მფლობელი, ან უფლება გაქვთ იმოქმედოთ მფლობელის სახელით;
  5. თქვენი მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; და
  6. თქვენი ფიზიკური ან ელექტრონული ხელმოწერა.

Mastercard-ი თავის მომხმარებლებს დარღვევის შეტყობინების შესახებ აცნობებს საერთო შეტყობინებით თავის რომელიმე ვებსაიტის მეშვეობით მომხმარებლის ელ.ფოსტაზე, ან პირველი კლასის ფოსტით მომხმარებლის ფიზიკურ მისამართზე გაგზავნილი წერილობითი კომუნიკაციით. თუ თქვენ მიიღებთ დარღვევის შეტყობინებას, შეგიძლიათ შემხვედრი წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოთ დანიშნულ აგენტს ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაციით. ეფექტურობის მისაღწევად, შემხვედრი წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგს:ს

  1. თქვენი ფიზიკური ან ელექტრონული ხელმოწერა;
  2. იმ მასალის იდენტიფიკაცია, რომელიც ამოღებულ იქნა, ან წვდომა შეწყდა; და ლოკაცია, სადაც მასალა გამოჩდა ამოღებამდე ან წვდომის შეწყვეტამდე;
  3. რუ ჩვენების მიცემის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით თქვენ მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თქვენ გჯერათ, რომ მასალის ამოღება ან წვდომის შეწყვეტა შეცდომით ან არასწორი იდენტიფიკაციის მიზეზით მოხდა; და
  4. თქვენი სახელი, გვარი, ფიზიკური მისამართი და ტელეფონის ნომერი, ასევე თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ეთანხმებით ფედერალური საოლქო სასამართლოს იურისდიქციას იმ რაიონში, რომელშიც თქვენი ფიზიკური მისამართი მდებარეობს, ან, თუ თქვენი ფიზიკური მისამართი ამერიკის შეერთებულ შტატებს გარეთ მდებარეობს, ნებისმიერ სასამათლო ოლქში რომელშიც შეიძლება ჩვენი პოვნა, და რომ მიიღებთ პროცესის მომსახურებას იმ პირისგან, რომელმაც დარღვევის შეტყობინება მოგაწოდათ, ან ამ პირის აგენტისგან.

ინტერაქტიული ფორუმი და ჯგუფები და უკუკავშირი

მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი მასალა და ქცევა

თქვენ, როგორც საიტის მომხმარებელს, შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი კომენტარები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ტექსტს, ფოტოებს, ვიდეოებს, სურათებს, აუდიო ფაილების, სხვა ტიპის კონტენტს და ამ კონტენტის ბმულებს, თუ ნებადართულია საიტის მიერ (ერთობლივად მოხსენიებული როგორც "მომხმარებლის მასალა“ User Submissions"). თქვენ ერთპიროვნულად იქნებით პასუხისმგებელი თქვენს მიერ წარმოდგენილ "მომხმარებლის მასალაზე“ და მათი გამოქვეყნების შედეგებზე. მომხმარებლის მასალასთან დაკავშირებით თქვენ ადასტურებთ, წარმოადგენთ და / ან იძლევით გარანტიას რომ: მომხმარებლის მასალა წარმოადგენს თქვენს ორიგინალურ ნაშრომს და რომ გაქვთ საჭირო ლიცენზიები, უფლებები, თანხმობები და ნებართვები მასტერქარდის სარგებლობისა და ავტორიზაციისთვის, რომელიმე და ყველა მომხმარებლის მასალის გამოყენებისთვის ამჟამად ცნობილ ან მომავალში გამოგონებულ რომელიმე და ყველა მედია საშუალებაში ტერიტორიული ან დროის შეზღუდვების გარეშე, კომპენსაციის გარეშე, და გაქვთ ყველა საჭირო თანხმობა შეაგროვოთ, გამოიყენოთ და გამოაქვეყნოთ პიროვნების იდენტიფიცირებადი ნებისმიერი ინფორმაცია, გამოსახულება ან likeness მსგავსება, რომელიც მოიხსენიება ან ნაჩვენები იქნება რომელიმე და ყველა მომხმარებლის მასალაში, მომხმარებლის მასალის შეტანისა და გამოყენების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად საიტში და ამ შეთანხმებაში გათვალისწინებული მანერით. თქვენ თანახმა ხართ, რომ არ წარმოადგენთ მომხმარებლის მასალაში რაიმე მასალას, რომელიც დაცულია საავტორო უფლებით, კომერციული საიდუმლოებით ან სხვაგვარად მესამე მხარის საკუთრების უფლებით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და გასაჯაროობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თქვენ თავად ხართ ამ უფლებების მფლობელი, ან გაქვთ კანონიერი მესაკუთრის ნებართვა და რომელიმე პირის თანხმობა (რომლის პირად ინფორმაციასაც შეიცავს გამოსაქვეყნებელი მასალა), რომელიც ამ ხელშეკრულებაში სგანსაზღვრულ სალიცენზიო უფლებებს ანიჭებს მასტერქარდს. გარდა ამისა, თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ გაამჟღავნებთ პატენტის არსებულ რეგისტრაციებს, ან წარდგენილ განაცხადებს, რომლებიც რაიმე კავშირშია თქვენს მომხმარებლის მასალასთან .

თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ თქვენ და მასტერქარდს შორის არ არსებობს კონფიდენციალური ურთიერთობა, საიდუმლოების ან კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება მომხმარებლის მასალასთან დაკავშირებით, მიუხედავად მომხმარებლის მასალაზე და დაკავშირებულ მასალებზე არსებული საპირისპირო მტკიცების ან სიმბოლოსი.

მომხმარებლის მასალის საკუთრება და გამოყენება

თქვენ გესმით რომ მომხმარებლის მასალის წარდგენისას თქვენ ანიჭებთ Mastercard-ს საერთაშორისო, უვადო, საავტორო ჰონორარისგან თავისუფალ, სრულად გადახდილ, შეუქცევად, სუბლიცენზირებად, ტრანსფერაბელურ, არაექსკლუზიურ ლიცენზიას მომხმარებლის მასალაზე (მათ შორის საავტორო უფლებების, პატენტისა და სასაქონლო ნიშნის შესახებ კანონების შესაბამისად), მათ შორის უფლებას დაარედაქტიროს, შეცვალოს და შექმნას წარმოებული ნაშრომები, ასევე მომხმარებლის მასალაში არსებული კონცეფციები ან იდეები, მათ შორის დოკუმენტები, ხელოვნების ნიმუშები, განცხადებები, ნახატები, მონახაზები, მტკიცებულებები, გამოსახულებები, ფოტოები, კადრები, ნაწყვეტები, პარტიტურები, აუდიო და ვიდეო რეპორტაჟები, დისკები, ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით, რომლებიც თქვენს მიერ არის მომზადებული ან შექმნილი მომხმარებლის მასალის ფარგლებში. თქვენ მიერ Mastercard-ისთვის მინიჭებული ნებართვა მოიცავს Mastercard-ის და მის მიერ დანიშნული პირების უფლებას აწარმოონ მომხმარებლის მასალის რეპროდუცირება, მოამზადონ სხვა ნაშრომები მომხმარებლის მასალის გამოყენებით, გააერთიანონ თქვენი მომხმარებლის მასალა სხვა ნაშრომებთან, შეცვალონ, გადათარგმნონ, ასლები გაავრცელონ, აჩვენონ, შეასრულონ, ლიცენზია გასცენ და საავტორო უფლების რეგისტრაციის განაცხადი წარადგინონ შეცვლილ მომხმარებლის მასალაზე Mastercard-ის სახელით მთელ მსოფლიოში შეუზღუდავი დროით, ნებისმიერ მედია საშუალებაში, რომელიც ამჟამად არსებობს ან შეიძლება მომავალში იარსებოს. მაგალითად, ზემოაღნიშნული ნებართვა უფლებას აძლევს Mastercard-ს და და მის მიერ დანიშნულ პირებს გამოიყენონ თქვენი მომხმარებლის მასალის მხოლოდ გარკვეული ნაწილები, ხელმეორედ ჩაწერონ ან შეცვალონ თქვენ მიერ მოწოდებული რომელიმე აუდიო ტრეკი ან ვიზუალური გამოსახულება, გადაწერონ მომხმარებლის მასალა და/ან ჩასვან სხვა მასალები - Mastercard-ის მიერ შექმნილი ან სხვისგან ლიცენზირებული. თუ ჩვენ შევქმნით სხვა ნაშრომებს მომხმარებლის მასალის გამოყენებით, ეს ნაშრომები ჩვენ საკუთრებად ჩაითვლება და მათი გამოყენება შეიძლება ამ გაიდლაინების შესაბამისად და არ დაექვემდებარება თქვენს დამტკიცებას.

მომხმარებლის მასალის წარდგენისას თქვენ უარს აცხადებთ საავტორო უფლებაზე და თანახმა ხართ არ განაცხადებთ საავტორო უფლებას ან „მორალრ“ უფლებას ან პრეტენზიას მომხმარებლის მასალის, ფოტოსურათ(ებ)ის, კადრის, ილუსტრაციების, განცხადებების ან სხვა ნაშრომის ცვლილების შედეგად. თქვენ ასევე თანახმა ხართ დანიშნოთ Mastercard თქვენ უცვლელ ფაქტიურ ადვოკატად (attorney-in-fact) მომხმარებლის მასალასთან დაკავშირებით, რომელსაც უფლება აქვს შეადგინოს და გაგზავნოს ნებისმიერი დოკუმენტი თქვენი სახელით და თქვენ სახელზე. იმისათვის, რომ Mastercard-მა შეძლოს მომხმარებლის მასალის გამოყენება, Mastercard-ს მიზანშეწონილად მიაჩნია ფლობდეს და დაიცვას უფლებები ყველა წარმოებულ ნაშრომზე რომელიც თქვენი მომხმარებლის მასალისგან შეიქმნა და ამოაღებინოს მომხმარებლის მასალა ყველა სხვა ვებსაიტიდან ან ფორუმიდან.

Mastercard-ის მოთხოვნის საფუძვველზე თქვენ უნდა შეადგინოთ და წარადგინოთ ლიცენზიის ისეთი დამატებითი ინსტრუმენტი, რომელსაც მასტერქარდი მიიჩნევს გონივრულად საჭიროდ იმისათვის რომ Mastercard-მა შეძლოს მომხმარებლის მასალის გამოყენება რამდენადაც იგი ამას შესაფერისად მიიჩნევს და რომ „ავტორების მორალური უფლებები“ უარყოფილი იყოს ამ პირობების და ვადების შესაბამისად. თუ Mastercard-ი არ მოითხოვს ხსენებულ სალიცენზიო დოკუმენტს, ეს არ ჩაითვლება Mastercard-ის მიერ უფლებებზე უარის თქმად და Mastercard-ს შეუძლია მოგვიანებით მოითხოვოს ეს დოკუმენტი.

მასალები ან უკუკავშირი

დროდადრო, შეიძლება მოგთხოვოთ თქვენი გამოხმაურება Mastercard საიტზე და პროდუქტებზე ან / და მომსახურებაზე. თქვენ მიერ გადაცემული ან გამოყვექნებული ნებისმიერი კომუნიკაცია, ან მასალა (a) განიხილება როგორც არაკონფიდენციალური და Mastercard-ის მიერ დაუპატენტებელი, (b) იქცევა Mastercard-ის საკუთრებად და Mastercard-ი უნდა ფლობდეს ყველა უფლებას და საკუთრების უფლებას და პროცენტს ახლა და შემდეგაც, (c) გამოყენებული იქნება Mastercard-ის ლიცენზიატების და შვილობილი კომპანიების მიერ შეზღდვის გარეშე საკუთარი შეხედულებისამებრ თქვენ წინაშე ყოველგვარი ვალდებულებების, კომპენსაციის და სხვა ფინანსური ვალდებულების გარეშე. აღნიშნული გამოყენება შეიძლება ნებისმიერი მიზნისათვის, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, რეპროდუცირება, გამჟღავნება, გადაცემა, გამოქვეყნება, ტელე-რადიო ტრანსლაცია და განთავსება მთლიანად ან ნაწილობრივ, დღეისათვის ცნობილ თუ შემდგომ გამოგონილ რომელიმე მედიაში ნებისმიერი მანერით, ამ საიტზე თუ სხვაგვარად. და Mastercard არ არის ვალდებული უპასუხოს ნებისმიერ ასეთ კომუნიკაციას. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, Mastercard-ი ინარჩუნებს პოლიტიკას, არ მიიღოს ან განიხილოს რაიმე შემოქმედებითი იდეები, შეთავაზებები და მასალები საზოგადოებისგან მის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით ("Submissions" მასალები ), და ამრიგად, არ უნდა წარუდგინოთ რაიმე მასალები Mastercard-ს რომელიმე კომოუნიკაციის მეშვეობით საიტით ან სხვაგვარად. ხოლო თუ მაინც გამოგვიგზავნით ასეთ მასალებს, მიუხედავად ჩვენი საწინააღმდეგო ხასიათის თხოვნისა, მაშინ ეს მასალები დაუყოვნებლივ იქცევა Mastercard-ის საკუთრებად და Mastercard-ის საკუთრებაში იქნება ყველა უფლება, საკუთრების უფლება და პროცენტი ახლა და შემდეგ. გარდა ამისა, Mastercard-ს უფლება ექნება თავისუფლად გამოიყენოს ყველა გამოგზავნილი მასალა ნებისმიერი დანიშნულებით მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება პროდუქტების და მომსახურების შემუშავება და მარკეტინგი. Mastercard-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ამ მასალების გამოყენების ან გასაჯაროებისთვის, ან რაიმე მსგავსებისთვის მასალებსა და Mastercard-ის რომელიმე სამომავლო პროდუქტებსა და მომსახურებებს შორის.

მოვაჭრე და მოვაჭრის შეთავაზებები

მოვაჭრეებმა შესაძლოა გარკვეული ფასდაკლებები, დათმობები ან სხვა შეღავათები შესთავაზონ Mastercard-ს (მაგ .: უფასო გადაზიდვა) საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე ("შეთავაზებები"), რომლებიც საიტზე იქნება ხელმისაწვდომი. ასეთი შეთავაზებებს გარკვეული ვადები და პირობები გააჩნია და შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს თქვენთვის შეუტყობინებლად. Mastercard-ი არ აგებს პასუხს რაიმე დანაკარგზე ან ზარალზე რაიმე ურთიერობის შედეგად თქვენ და მოვაჭრეს შორის ამ შეთავაზებებთან დაკავშირებით. გარდა აქ ჩამოთვლილი შემთხვეებისა, ყველა საკითხი, რომლებიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) საქონლისა და მომსახურების მიწოდებას, დაბრუნებას და გარანტიებს, მხოლოდ და მკაცრად თქვენ და მოვაჭრეებს შორის უნდა იყოს. თქვენ აღიარებთ, რომ Mastercard-ი არ ამტკიცებს და არ იძლევა გარანტიას რომელიმე მოვაჭრესთან დაკავშირებით, რომლებიც მასტერქარდის საიტზე არიან ხელმისაწვდომი და არც მათ მიერ წარმოდგენილ შეთავაზებებთან დაკავშირებით.

ტოტალიზატორები

დროდადრო, ჩვენ გაცნობებთ Mastercard- ის ტოტალიზატორების და სხვა სარეკლამო აქციების შესახებ. ყველა ასეთი ტოტალიზატორი და სარეკლამო აქცია ექვემდებარება ტოტალიზატორებისა და სარეკლამო აქციების ოფიციალურ წესებს, მოქმედ კანონებს, რეგულაციებს და წესდებებს.

მესამე მხარის კონტენტი და სხვა ვებ გვერდების ბმულები

Mastercard საიტი შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარეს კონტენტს და სხვა საიტების ბმულებს, რომლებიც აბსოლუტურად დამოუკიდებელია ამ საიტისგან. მესამე მხარის კონტენტი და ბმულები შეტანილია მომხმარებლების კომფორტისთვის და არ შეიცავენ მასტერქარდის რაიმე მოწონებას, ან გარანტიას. გარდა ამისა, მასტერქარდი არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის ინფორმაციის სიზუსტეზე, სისრულეზე ან საიმედოობაზე, ან მიბმული ვებსაიტების მეშვეობით შემოთავაზებული ან გაყიდული პროდუქციაზე და მომსახურებაზე, თქვენ იღებთ სრულ პასუხისმგებლობას მესამე მხარის ინფორმაციის გამოყენებაზე. თქვენ და მესამე მხარეს შორის გაფორმებული ნებისმიერი შეთანხმება, ტრანზაქცია, ან სხვა გარიგება მხოლოდ თქვენი საკუთარი რისკის ხარჯზე იქნება. მესამე მხარის ბმულზე დაწკაპუნებით თქვენ დატოვებთ Mastercard საიტს. ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გაუშვებთ შედეგად მიღებულ საიტზე, არ შეგროვდება ან გაკონტროლდება Mastercard-ის მიერ, არამედ დაექვემდებარება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შეტყობინებას, ან შედეგად მიღებული საიტის გამოყენების პირობებს. გთხოვთ გაეცნოთ კონფიდენციალობის პოლიტიკას და შედეგად მიღებული საიტის გამოყენების პირობებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მისი კონფიდენციალურობის დაცვის მეთოდების შესახებ.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Mastercard-ი აღიარებს იმ ადამიანთა კონფიდენციალურობის პატივისცემას, რომლებიც სტუმრობენ და ირჩევენ ჩვენ ვებ-გვერდებზე განთავსებული პროგრამებისა და ინფორმაციის გამოყენებას. Mastercard Global Privacy Notice (ბმული ქვემოთ არის წარმოდგენილი) გთავაზობთ მიმოხილვას, თუ რას უნდა მოელოდეთ, როდესაც ერთ-ერთ ჩვენ პროგრამაში შეხვალთ, ან უბრალოდ დაათვალიერებთ Mastercard საიტს. კონკრეტული ქვეყნის ან პროგრამის გვერდებზე სხვადასხვა, ან კონკრეტული პროგრამის პოლიტიკაა გამოყენებული. გთხოვთ, იხილოთ ბმული ნებისმიერი გვერდის ბოლოში ჩვენი პოლიტიკის მოქმედი ვერსიისთვის. დააკლიკეთ აქ ჩვენი გლობალური კონფიდენციალურობის შესახებ ცნობების მისაღებად.

კომპენსაცია

თქვენ თანახმა ხართ ნებისმიერი დანაკარგი აუნაზღაუროთ, დაიცვათ პრეტენზიებისგან, ფინანსური ვალდებულებებისა და დანახარჯებისგან და უსაფრთხოება უზრუნველყოთ Mastercard-ის და მისი ბიზნეს პარტნიორებისთვის, პერსონალის და აფილირებული პირებისთვის, მათ შორის ადვოკატების გონივრული საფასური და ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენ მიერ ამ პირობების დარღვევასთან ან საიტით სარგებლობის დარღვევასთან. თქვენ ზარალს აუნაზღაურებთ და დაიცავთ მასტერქარდს პრეტენზიის ან მოთხოვნისგან, სარჩელის ან სასამართლო პროცესისგან მომხმარებლის მასალებში არსებული მესამე პირების საავტორო უფლების, ან სხვა ინტელექტუალური უფლების, ან სხვა უფლებების დარღვევის გამო, და/ან კანონის დარღვევის ან საკონტრაქტო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მომხმარებლის მასალებთან დაკავშირებით. თქვენ ზარალს აუნაზღაურებთ და დაიცავთ მასტერქარდს პრეტენზიის ან მოთხოვნისგან, ზარალის ან დანახარჯებისგან რომლებიც გამოწვეულია უშუალოდ ან ირიბად საიტზე შესვლით ან გამოყენებით, ან რომელიც გამოწვეულია თქვენს მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევის გამო.

გარანტიებზე უარის თქმა

Mastercard-ი ყველა გონივრულ ძალისხმევას გამოიყენებს, რათა უზრუნველყოს საიტზე ყველა მასალის სიზუსტე; თუმცა სიზუსტის გარანტირება შეუძლებელია და Mastercard-ი არ იღებს ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტის, სისრულის ან ნამდვილობის გამო.

MASTERCARD საიტი და მისი კონტენტი წარმოდგენილია „როგორს არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“. MASTERCARD უარს ამბობს ნებისმიერი გარანტიებზე, როგორც პირდაპირზე, ასევე ნაგულისხმევზე, ნათ შორის ყველა კომერციული მნიშვნელობის გარანტიაზე, სამართლებრივ ტიტულზე/დაურღვევლობაზე, ინფორმაციის ხარისხზე ან ვარგისიანობაზე კონკრეტული მიზნისთვის. MASTERCARD საიტის მეშვეობით თქვენ მიერ მოპოვებული არცერთი ინფორმაცია არ იძლევა არავითარ გარანტიას. MASTERCARD შეზღუდვის გარეშე, უარს ამბობს საიტის ხელმისაწვდომობის ყველა გარანტიაზე, რომ საიტი იმუშავებს შეუცდომლად, რომ დეფექტები გამოსწორდება ან რომ საიტი არ შეიცავს ვირუსებს ან სხვა საზიანო კომპონენტბს. საიტის გამოყენება ხორციელდება თქვენი საკუთარი რისკის ფასად, აღნიშნული ვებ-საიტიდან ნებისმიერი კონტენტის ჩამოტვირთვა ან მათი სხვაგვარად მიღება მისი გამოყენებით ხორციელდება თქვენი შეხედულებისამებრ და საკუთარი რისკის ფასად თქვენ ერთპიროვნულად აგებთ პასუხს თქვენი კომპიუტერული სისტემის ნებისმიერ დაზიანებაზე ან მონაცემების დაკარგვაზე, რასაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი ნებისმიერი ასეთი მასალის ჩამოტვირთვის შედეგად, მათ შორის შეზღუდვების გარეშე, კომპიუტერული ვირუსების შედეგად დაზიანება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი იურისდიქცია არ უშვებს ნაგულისხმევი გარანტიების გამორიცხვას, ასე რომ ზოგიერთი ზემოთ ჩამოთვლილი გამორიცხვა შესაძლოა თქვენ არ შეგეხოთ.

ზიანის ანაზღაურება და პასუხისმგებლობის შეზღუდვა

MASTERCARD ან მისი აფილიატები არავითარ გარემოებაში არ აგებენ პასუხს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, სადამსჯელო, შედეგობრივ, ან სხვა სახის დაზიანებაზე, მათ შორის (მაგრამ არ შემოიფარგლება) ქონებრივი ზიანი, სარგებლობის დაკარგვა, ბიზნესის დაკარგვა, ეკონომიკური დანაკარგი, მონაცემთა დაკარგვა ან მოგების დანაკარგი, ქმედების ფორმის მიუხედავად (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, ხელშეკრულება, დაუდევრობა, ან სხვა დარღვევები) რომელიც წარმოიშვა მასტერკარდის საიტის ან მისი კონტენტის გამოყენების შედეგად ან მასთან დაკავშირებით, მაშინაც კი თუ თუ მასტერკარდი, ან მისი ბიზნეს პარტნიორები, პერსონალი, წარმომადგენლები ან აფილიატები გაფრთხილებული იყვნენ შესაძლო ზიანის ან ზარალის შესახებ. არავითარ გარემოებაში, MASTERCARD-ის ჯამური ვალდებულება თვენ წინაშე ყველა ზიანის, ზარალის და ქმედებების მიზეზის გამო, საკონტრაქტო, თუ დელიქტი (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, დაუდევრობა) არ უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ გადახდილ თანხას (ასეთის არსებობისას), ანუ ას (100) დოლარს, MASTERCARD რომელიმე საიტთან დაკავშირებულ აქტივობებში შესვლის ან მონაწილეობისთვის. მოქმედმა კანონმდებლობამ შეიძლება არ დაუშვას პასუხისმგებლობის შეზღუდვა ან გამორიცხვა შემთხვევითი ან შედეგობრივი ზიანის ანაზღაურებაზე, ასე რომ ზემოხსენებული შეზღუდვა ან გამორიცხვა შეიძლება თქვენ არ შეგეხოთ.

სარგებლობის პირობების გამოუყენებლობა Mastercard Payment Card მფლობელის ხელშეკრულებაში

Mastercard არის გადახდების მომსახურების წამყვანი ორგანიზაცია. Mastercard არ არის ფინანსური ინსტიტუტი და არ გასცემს საკრედიტო, სადებიტო, საჩეკო ან საგადახდო ბარათებს. თქვენს Mastercard საგადახდო ბარათს ურთიერთობა აქვს ემიტანტ ბანკთან ან საფინანსო ინსტიტუტთან და არა უშუალოდ Mastercard-თან. თქვენს Mastercard საგადახდო ბარათთან, ბარათის მფლობელის ანგარიშთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვებით ან საკითხებით უნდა მიმართოთ ბანკს ან საფინანსო ინსტიტუტს, რომელმაც ბარათი გასცა და არა Mastercard-ს. მიუხედავად იმისა, რომ სამაგისტრო ბარათს კავშირი აქვს ბანკთან ან საფინანსო ინსტიტუტთან ეს კავშირი არ ეხება ინდივიდუალურ ბარათის ან ანგარიშსწორების ბარათების მფლობელებს.

Mastercard საიტის მუშაობას მართავს Mastercard და მისი შვილობილი კომპანიები

სხვადასხვა

წინამდებარე სარგებლობის პირობები განისაზღვრება, განიმარტება და სრულდება მხოლოდ ნიუ-იორკის შტატის (აშშ) კანონმდებლობის შესაბამისად, კოლიზიური სამართლის ნებისმიერი პრინციპის გამოყენების გარეშე. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ნებისმიერი სარჩელი, კანონის თუ სამართლიანობის ფარგლებში, რომელიც გამომდინარეობს, ან პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება სარგებლობის პირობებს, ან ამ საიტს, უნდა განიხილოს მხოლოდ საშტატო ფედერალურმა სასამართლომ ნიუ იორკში გამარტულ სხდომაზე. თქვენ თანახმა ხართ დაემორჩილოთ ამ სასამართლოების პერსონალურ იურისდიქციას და ექსტრა-ტერიტორიალურ სამსახურს Mastercard საიტთან, თქვენს წვდომასთან, ან ამ სარგებლობის პირობებთან დაკავშირებული რაიმე სარჩელის შემთხვევაში.

Mastercard საიტის კონტენტი და პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება ექვემდებარებოდეს აშშ იურისდიქციას ექსპორტის საკითხებში და სხვა ქვეყნების იმპორტის იურისდიქციას. ამ საიტის გამოყენებასთან დაკავშირებით ვალდებული ხართ დაიცვათ ექსპორტის, რეექსპორტისა და იმპორტის კონტროლის კანონები და რეგულაციები ყველა შესაბამისი იურისდიქციის ფარგლებში, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის, ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციები, 15 CFR ნაწილი 730-774, იარაღით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულაციები, კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკური სანქციების პროგრამები რომლებსაც ახორციელებს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი, სხვა ქვეყნების ექსპორტისა და იმპორტის კონტროლის კანონები და რეგულაციები. თქვენ არ შეგიძლიათ პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიყენოთ, გაავრცელოთ, გადასცეთ კონტენტი ან პროგრამული უზრუნველყოფა ამ საიტიდან, პირდაპირი პროდუქტის ან ისეთი მასალების ან პროდუქტის, პროგრამული უზრუნველყოფის, ან სხვა ტექნიკური ინფორმაციის სახით, რომელშიც არის ამ საიტიდან აღებული კონტენტი ან პროგრამული უზრუნველყოფა, თუ კი ეს არ შეესაბამება სათანადო იურისდიქციის ექსპორტისა და იმპორტის კონტროლის კანონებს და რეგულაციებს.

თქვენ არ შეგიძლიან სარგებლობის წესების გადაცემა. Mastercard-ს შეუძლია ნებისმიერ დროს გადასცეს სარგებლობის პირობებში განსაზღვრული მისი უფლებები და მოვალეობები. თუ სარგებლობის პირობების რომელიმე ნაწილი ან დებულება ჩაითვლება უკანონოდ, ბათილად, არასწორად ან შეუსრულებლად, ეს ნაწილი გამოეყოფა სარგებლობის პირობებს და არ იქონიებს გავლენას დანარჩენი ნაწილის ვალიდურობაზე და შესრულებადობაზე. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ეს სარგებლობის პირობები წარმოადგენს ხელშეკრულებას მასტერქარდსა და თქვენ შორის საგანთან დაკავშირებით. ამ სარგებლობის პირობების ზოგიერთი დებულება შეიძლება სხვა დებულებით შეიცვალოს ან დაემატოს კონკრეტულ გვერდებზე, აპლიკაციებზე, ინსტრუმენტებში, ან სხვა მასალებზე განთავსებული სპეციფიკური სამართლებრივი შეტყობინებების ან პირობების მეშვეობით რომლებშიც შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ საიტის მეშვეობით. თუ Mastercard ვერ აღასრულებს ამ პირობების ნებისმიერი დებულებას ან რაიმე დამატებით პირობებს, ეს არ განიხილება როგორც ამ დებულებებზე ან ასეთი დებულების აღსრულების უფლებაზე უარის თქმა. სარგებლობის პირობები და დაკავშირებული დოკუმენტების მიღება შეიძლება ელეტრონული ფორმით (ელ.ფოსტა, ან სხვა შეთანხმებული გზით) და თქვენ მიერ მათი მიღება ჩაითვლება ხელშსეკრულებად Mastercard-სა და თქვენ შორის. თქვენ ამით თანხმობას აცხადებთ, შეზღუდვის გარეშე, რომ თქვენ არ დააყენებთ საეჭვოდ გამოყენების პირობებისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ვალიდურობას ან აღსრულებადობას.

©2015 Mastercard. Mastercard, Priceless, და Mastercard Brand Mark წარმოადგენენ Mastercard International Incorporated-ია რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშნება. სპონსორი: Mastercard International Incorporated, 2000 Purchase Street, Purchase, NY 10577

კლიენტების მომსახურება და საკონტაქტო ინფორმაცია

გენერალური მრჩეველი
Mastercard International Incorporated
2000 Purchase Street
Purchase, NY 10577 USA
Phone: 1-800-MASTERCARD (1-800-627-8372)