Mastercard-ის კონფიდენციალურობის გლობალური შეტყობინება

ძალაში შესვლის თარიღი: 4/4/2018

კომპანია Mastercard International Incorporated და მისი აფილირებული სუბიექტები (შემდგომში ერთობლივად — "Mastercard") პატივისცემით ეპყრობიან თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას.



ეს გლობალური კონფიდენციალურობის შეტყობინება აღწერს პირადი მონაცემების სახეობებს, რომლებსაც ჩვენ ვაგროვებთ, მიზნებს, თუ რატომ ვაგროვებთ ამ პირად ინფორმაციას, სხვა მხარეებს, რომლებსაც ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ ეს მონაცემები და ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ მივმართავთ მონაცემების კონფიდენციალურობის დასაცავად. ის ასევე განმარტავს თქვენს უფლებებს და არჩევანის შესაძლებლობას პირადი მონაცემების შესახებ და როგორ უნდა დაგვიკავშირდეთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვოპერირებთ, რათა გავითვალისწინოთ ადგილობრივი პრაქტიკა და კანონის მოთხოვნები. ზოგიერთ ჩვენს პროდუქტზე და მომსახურებაზე შესაძლოა გავრცელდეს კონფიდენციალურობის სპეციფიკური შეტყობინებები. ეწვიეთ კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების ვებ-გვერდს, რომ გაიგოთ მეტი ჩვენი კონფიდენციალურობის და საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ ამ პროდუქტების და მომსახურების მიმართ.



1. პირადი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შეიძლება მოვაგროვოთ

"პირად მონაცემებში", იგულისხმება ნებისმიერი მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან. მაგალითად პირადი მონაცემები მოიცავს გვარს, სახელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, IP მისამართს, პირადი ანგარიშის ნომერს და ტელეფონის ნომერს. ჩვენ შეიძლება მოვაგროვოთ შემდეგი პირადი მონაცემები:

  • გარიგების ინფორმაცია, მათ შორის, პირადი ანგარიშის ნომრები, გამყიდველის დასახელება და ადგილმდებარეობა, თარიღი და გადარიცხვის საერთო თანხა და ფინანსური ინსტიტუტების ან მოვაჭრეების მიერ მოწოდებული სხვა მონაცემები, როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ მათი სახელით.
  • მონაცემები პროდუქტებზე და მომსახურებაზე, მათ შორის, სარეგისტრაციო და გადახდის ინფორმაცია, და აგრეთვე კონკრეტული პროგრამით გათვალისწინებული მონაცემები, თუ თქვენ შეუკვეთავთ პროდუქტებს ან სერვისებს პირადად ჩვენთან ან მონაწილეობთ სარეკლამო პროგრამებში.
  • ინფორმაცია ვებ-გვერდების, მოწყობილობების და მობილური აპლიკაციების გამოყენებაზე, აგრეთვე ავტომატურად შეგროვებული მსგავსი მონაცემები, როგორიცაა cookie ფაილები ან მსგავსი ტექნოლოგიები.
  • განცხადება სამსახურში მიღებაზე და შესაბამისი ინფორმაცია, როდესაც თქვენ შემოგაქვთ განაცხადი სამსახურში მიღებაზე ჩვენთან.
  • სამუშაო საკონტაქტო მონაცემები, თუ თქვენ მუშაობთ ერთ-ერთ ჩვენ ბიზნეს-პარტნიორთან.

მოცემულ კონფიდენციალურობის გლობალური შეტყობინების ჩარჩოებში "პირად მონაცემებში" იგულისხმება ნებისმიერი მონაცემები, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან. მაგალითები, რომელსაც პირადი მონაცემების მოიცავს: გვარი, სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, IP მისამართი, პირადი ანგარიშის ნომერი და ტელეფონის ნომერი. ჩვენ შეიძლება მივიღოთ შემდეგი სხვადასხვა ტიპის პირადი მონაცემები ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში.

პირადი მონაცემები, მიღებული ფინანსური დაწესებულებებისაგან, სავაჭრო და სხვა პარტნიორებისგან  Mastercard-ის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით

როგორც გადახდის ოპერაციის დამუშავების ცენტრი და შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი, ჩვენ ვიღებთ ინფორმაციის შეზღუდულ რაოდენობას თქვენს საგადასახადო ოპერაციებთან დაკავშირებით, მაგალითად: პირადი ანგარიშის ნომერი, გამყიდველის სახელი და ადგილმდებარეობა, თარიღი და ოპერაციის საერთო თანხა. მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად, ჩვენ არ გვჭირდება და არ ვაგროვებთ ინფორმაციას ბარათის მფლობელის სახელზე ან სხვა საკონტაქტო მონაცემებს, საგადასახადო ოპერაციების დამუშავებისთვის.

გარდა ამისა, გარკვეული პროდუქტის და მომსახურებისთვის თქვენმა ფინანსურმა დაწესებულებებმა, გამყიდველებმა, რომლებთანაც თქვენ ატარებთ ოპერაციებს ან სხვა პარტნიორებმა შეიძლება მოგვაწოდონ დამატებითი ინფორმაცია თქვენს შესახებ. ჩვენ ასევე შეგვიძლია მივიღოთ ეს მონაცემები პირდაპირ თქვენგან, რათა ასეთი პროდუქტი და მომსახურება წარვადგინოთ მათი სახელით, მხარი დაუჭიროთ მათ საქმიანობას ან მათი სახელით დავამუშავოთ მონაცემები.

ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში, ჩვენ ვმოქმედებთ ფინანსური დაწესებულებების, გამყიდველების და სხვა პარტნიორების სახელით და მათ დავალებით, რომლებიც მოქმედებენ პირადი მონაცემების ოპერატორების სახით. თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული კანონით, ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პირად მონაცემებს საგადახდო ოპერაციების ჩასატარებლად ან მიზნებისათვის, რომლებიც შეთანხმებულია Mastercard-ს და საფინანსო დაწესებულებებს, გამყიდველებს და სხვა პარტნიორებს შორის. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებაზე, მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

ჩვენს მიერ მოპოვებული პირადი მონაცემები, როდესაც გთავაზობთ Mastercard-ის პროდუქტებს და მომსახურებას უშუალოდ თქვენ

Mastercard-ს შეუძლია პირდაპირ თქვენ შემოგთავაზოთ პროდუქტები და მომსახურება, როგორიც არის სარეკლამო და ბონუს პროგრამები, ელექტრონული საფულეები, წინასწარ გადახდის მომსახურება, ადგილმდებარეობის მაუწყებელი და ბიომეტრიული აუტენტიფიკაციის პროგრამები. ერთი ან მეტი ასეთი პროდუქტის და მომსახურების გამოსაყენებლად თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ მონაცემები პირდაპირ ჩვენ სხვადასხვა გზით, მათ შორის: (i) ჩვენს ვებ-გვერდებზე და ციფრულ რესურსებზე, (ii) სარეკლამო ან სხვა შეტყობინებებზე საპასუხოდ, (iii) Mastercard-ის პროდუქტებში ან მომსახურებაში რეგისტრაციის დროს ან (iv) პროგრამებში, აქციებში და სპეციალურ შეთავაზებებში მონაწილეობის მიღების დროს. ჩვენ ასევე შეიძლება შევაგროვოთ თქვენი პირადი მონაცემები, როდესაც თქვენ გამოიყენებთ ჩვენ პროდუქტს ან მომსახურებას კომპანიებისგან, რომლებიც იყენებენ ან მხარს უჭერენ ჩვენ პროდუქტებს, ან მომსახურებას საჯარო წყაროებიდან, ან მესამე მხარის პარტნიორებისაგან. თქვენი პირადი მონაცემები შეიძლება გადმოგვცეს ჩვენ თქვენმა საფინანსო დაწესებულებამ, გამყიდველმა ან სხვა ბიზნეს პარტნიორებმა.

ქვემოთ აღწერილია პირადი მონაცემების სახეობები, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ პროგრამებთან დაკავშირებით, რომელსაც პირადად თქვენ გთავაზობთ. ყველა პროგრამა არის განსხვავებული, ამიტომ სადაც ეს მისაღებია, გთხოვთ, გაეცნოთ კონფიდენციალურობის შესაბამისი პროგრამის შეტყობინებას, რათა დაწვრილებით გავიგოთ თქვენი პირად მონაცემების გამოყენებაზე კონკრეტული პროგრამის ფარგლებში.

  • სარეგისტრაციო და საგადახდო ინფორმაცია: ჩვენ შეიძლება მივიღოთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები (მათ შორის, სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ანგარიშის წარდგენის და მიწოდების მისამართი), ინფორმაცია მომხმარებლის სახელზე და პაროლი, ასაკი, დაბადების თარიღი, სქესი და ოჯახური მდგომარეობა, სასურველი ენა, პირადი ანგარიშის ნომერი, გამყიდვლის დასახელება და ადგილმდებარეობა, თარიღი და ოპერაციის საერთო თანხა, მოქმედების ვადა და ბარათის დასამოწმებელი კოდი.
  • პროგრამების მიწოდების მიზნით დამუშავებული ინფორმაცია: ჩვენ შეიძლება მივიღოთ სხვადასხვა ტიპის პირადი მონაცემები პროგრამებთან დაკავშირებით. მაგალითად, პროგრამები, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შემოგთავაზოთ მომსახურება თქვენი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, როგორც წესი, მოითხოვს, რომ შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ მისამართზე და ადგილმდებარეობაზე. ანალოგიურად, სახით ან თითების ანაბეჭდით პიროვნების აუტენტიფიკაციისთვის  გამიზნულმა პროგრამებმა შეიძლება მოითხოვონ თქვენი ფოტოს და/ან ბიომეტრული მონაცემების დამუშავება. ყველა ამ პროგრამების გამოყენება ხდება ნებაყოფლობით და თქვენი პირადი მონაცემები შეგროვდება ასეთ პროგრამებში რეგისტრაციის შემთხვევაში.
  • სხვა ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გადაწყვეტთ, რომ მოგვაწოდოთ: თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ სხვა ინფორმაცია, სხვა სახის მასალების ჩათვლით (მაგალითად, ფოტოები, სტატიები, კომენტარები), მეგობრების ან სხვა პირების საკონტაქტო მონაცემები, რომლებთან დავამყარებდით კონტაქტს თქვენი სურვილით, მასალები, წარმოდგენილი თქვენს მიერ სოციალურ ქსელებში ან სხვა ანგარიშებში, აგრეთვე ნებისმიერი სხვა მონაცემები რომელსაც გააზიარებთ ჩვენთან სურვილის შემთხვევაში.

გარდა ამისა, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ან გამოვიყენოთ პირადი მონაცემები, რომ ავიცილოთ თაღლითობა, საეჭვო ოპერაციების მონიტორინგისათვის, რისკების მართვის, დავების რეგულირების და სხვა მსგავსი მიზნებისათვის. ასეთ ინფორმაციას მიეკუთვნება პირადი ანგარიშის ნომერი, გამყიდველის დასახელება და ადგილმდებარეობა, თარიღი და ოპერაციის საერთო თანხა, IP მისამართი, თაღლითობის რისკის შეფასება, მონაცემები ადგილმდებარეობაზე, მონაცემები გამყიდველზე, შეძენილი საქონელი და ინფორმაცია უთანხმოებებზე. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

პირადი მონაცემები რომელსაც ჩვენ ვღებულობთ როდესაც თქვენ ურთიერთობთ Mastercard-ის რეკლამებთან, ვებ-გვერდებთან, აპლიკაციებთან ან სხვა ციფრულ რესურსებთან

ჩვენ, ჩვენი მომსახურების მიმწოდებლებმა და პარტნიორებმა შეიძლება შევაგროვოთ თქვენზე გარკვეული ინფორმაცია ავტომატურად, ისეთი ტექნოლოგიების მეშვეობით, როგორიცაა cookies და ვებ-შუქურები, ჩვენს რეკლამასთან, მობილურ აპლიკაციებთან თქვენი ურთიერთობის დროს ან ჩვენი ვებ-გვერდების, ან სხვა ციფრული რესურსების ვიზიტის დროს. მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ ამ გზით, შეიძლება შეიცავდეს: IP მისამართს, ბრაუზერის ტიპს, ოპერაციულ სისტემას, მობილური მოწყობილობის იდენტიფიკატორს, გეოგრაფიული ზონას, ბმულების URL მისამართებს და ჩვენს ციფრულ რესურსებთან ჩვენს მიერ შესრულებული ქმედებების ან ურთიერთობების ინფორმაციას. Cookie — არის ტექსტური ფაილი განთავსებული სერვერის მიერ თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე. "ვებ- შუქურა", ასევე ეგრეთ წოდებული ინტერნეტ ტეგი, პიქსელ ტეგი, ან ცარიელი GIF გამოსახულება — ეს არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს დადგინდეს, როდის იყო დათვალიერებული ან როდის განხორციელდა წვდომა კონტენტთან.

ჩვენ ვიყენებთ ამ მონაცემებს რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ონლაინ პროდუქტები და მომსახურება, იმის დადგენით, თუ რამდენი მომხმარებელი წვდება ან იყენებს ჩვენს ონლაინ პროდუქტებს და მომსახურებას, რომელი კონტენტი, პროდუქტები და ჩვენი ონლაინ პროდუქტების და მომსახურების პარამეტრები უფრო აინტერესებს ვიზიტორებს, თუ რა სახის შეთავაზებებს ელოდება ჩვენი მომხმარებლები, და როგორ მუშაობენ ჩვენი ონლაინ-პროდუქტები და მომსახურება ტექნიკური თვალსაზრისით. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენ ვებ-გვერდებზე და მობილურ აპლიკაციებში სხვა მიმწოდებლის ვებ-ანალიტიკის მომსახურება, როგორიცაა Adobe Omniture. ანალიტიკის მომწოდებლები, რომლებიც წარმართავენ ამ ტიპის მომსახურებას, იყენებენ cookies და ვებ-შუქურების მსგავს ტექნოლოგიებს, რაც გვეხმარება გავაანალიზოთ, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენ ვებ-გვერდებს და აპლიკაციებს.

ჩვენ, ჩვენი მომსახურების მიმწოდებლებმა და პარტნიორებმა შეიძლება ასევე შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენზე ჩვენი მარკეტინგული საქმიანობით, მათ შორის შეთავაზებებით, ლატარიებით, კონკურსებით და წახალისებებით. ამ სახით მოგროვებული ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს საკონტაქტო მონაცემებს (მაგალითად, სახელი და გვარი, საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი), ელექტრონულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს (მაგალითად, მომხმარებლის სახელი, პაროლი, უსაფრთხოების კითხვები, IP მისამართი) და მონაცემები რომელიც გროვდება ონლაინ მარკეტინგული პროგრამების ფარგლებში (მაგალითად პირადი მახასიათებლები, ცხოვრებისეული და სამომხმარებლო ჩვევები, ინტერესები, მონაცემები ადგილმდებარეობაზე, ხმის და გამოსახულების ჩანაწერები).

ჩვენ, ჩვენი მომსახურების მიმწოდებლებმა და პარტნიორებმა შეიძლება ასევე შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენზე, იმისათვის რომ მოგაწოდოთ კონტენტი და რეკლამა თქვენი პირადი ინტერესების გათვალისწინებით. ამ მიზნით შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს ისეთ მონაცემებს, როგორიც არის თქვენს მიერ დათვალიერებული ჩვენი ვებ-გვერდის განსაკუთრებული ფურცლები ან რეკლამები, თქვენი ქმედებები ვებ-გვერდზე და გამოყენებული აპლიკაციები.

გარდა ამისა, ზოგიერთი ჩვენი ონლაინ პროდუქტები და მომსახურება მოიცავს თაღლითობის პრევენციის მოწინავე ტექნოლოგიებს ქცევითი მონაცემების საფუძველზე, მათ შორის ღილაკებზე დაჭერის სიჩქარე, მოწყობილობის აქსელერომეტრი, სასრიალო ზოლის და მაუსის პოზიციები.

მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ჩვენ ვიღებთ თქვენს თანხმობას ზემოთ აღნიშნული ავტომატური საშუალებების გამოყენების წინ და ასევე მარკეტინგული შეტყობინებების, ინდივიდუალურად შერჩეული მასალების და სარეკლამო განცხადებების წინ.

დაწვრილებით თქვენს არჩევანზე თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ კონფიდენციალურობის გლობალურ შეტყობინების ნაწილში - „თქვენი უფლებები და არჩევანი“.

იმის გამო, რომ არ არის მიღწეული ერთიანი თანხმობა, თუ როგორ უნდა უპასუხონ კომპანიებმა ვებ-ბრაუზერზე დაფუძნებულ თვალთვალის ამკრძალავ მექანიზმებს (შემდგომში - DNT), მოცემულ მომენტში Mastercard არ რეაგირებს ბრაუზერების DNT სიგნალებზე. ბრაუზერების თვალთვალზე და DNT სიგნალებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს http://www.allaboutdnt.com.

პირადი მონაცემები რომელსაც ვიღებთ ჩვენ, როდესაც თქვენ ითხოვთ სამსახურის დაწყებას ჩვენთან

როდესაც თქვენ ითხოვთ სამსახურის დაწყებას Mastercard-ში ჩვენ შეიძლება მოვიძიოთ გარკვეული პირადი მონაცემები თქვენი განაცხადიდან ჩვენს „კარიერის“ ვებ-გვერდზე, ისეთები როგორიცაა: თქვენი საკონტაქტო მონაცემები (მათ შორის, სახელი, გვარი, საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი), სამუშაო სტაჟის და ბიოგრაფიის ინფორმაცია, რეკომენდაციის გამცემის საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა ნებისმიერი პირადი მონაცემები, რომელსაც თქვენ წარადგენთ განაცხადთან ერთად.

ჩვენ შეიძლება მოვაგროვოთ ფიზიკური პირების პირადი მონაცემები, რომლებიც მუშაობენ ჩვენს რომელიმე ბიზნეს პარტნიორთან (მათ შორის, ფინანსურ დაწესებულებებთან, მოვაჭრეებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან, გამყიდველებთან და სხვა პარტნიორებთან), მათ შორის სახელი და გვარი, თანამდებობა, დეპარტამენტის და ორგანიზაციის სახელი, ელექტრონული ფოსტის სამუშაო მისამართი და საფოსტო მისამართი, ტელეფონი, პასუხი უსაფრთხოების კითხვებზე, პაროლები და სხვა სარეგისტრაციო მონაცემები. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ეს მონაცემები ფინანსური დაწესებულებების, კორპორატიული კლიენტების, გამყიდველების, კლიენტებისა და პარტნიორებისთვის პროდუქციის და მომსახურების პირდაპირ წარდგენისათვის, იმისათვის რომ ვმართოთ საქმიანი ურთიერთობები და საფინანსო ანგარიშგება, ფრანშიზის ერთიანობის და განვითარებისთვის, მარკეტინგისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშსწორების მიზნით.

იხილეთ მოკლე მიმოხილვა

2. როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ თქვენი პირადი მონაცემები

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია:

  • თქვენი გადახდების ოპერაციების დამუშავებისათვის.
  •  გაყალბებისაგან დაცვის და მისი პრევენციის და სხვა კანონიერი ან ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების დროს.
  • Mastercard-ის, ფინანსური დაწესებულებების, გამყიდველების და პარტნიორების მიერ შემოთავაზებული პროდუქტების და მომსახურების წარდგენა და ურთიერთობა თქვენთან.
  • თქვენი უზრუნველყოფა პერსონალური მომსახურებით და რეკომენდაციებით.
  • ჩვენი ბიზნესის მართვა, შეფასება და გაუმჯობესება გაანალიზების და ანონიმიზაციის ჩათვლით.
  • შეიმუშავეთ განაცხადი სამსახურის დაწყების შესახებ.
  • სხვა მიზნების  და ასევე, სხვა ნებადართული  ან კანონით გათვალისწინებული მიზნების ხელშეწყობა რისთვისაც ჩვენ წარმოვადგენთ კონკრეტულ შეტყობინებას შეკრების დროს.

თუ თქვენ იმყოფებით ევროპის ეკონომიკურ სივრცეში ან შვეიცარიაში, ჩვენ თქვენ პირად მონაცემებს გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ: როგორც აუცილებელს ჩვენი პროდუქტების და მომსახურების მოწოდებისთვის; სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად; ან როდესაც არსებობს კანონიერი და აღმატებული ინტერესი, რომელისთვისაც აუცილებელია.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენს შესახებ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია:

  • წარმართეთ თქვენი გადახდების ტრანსაქცია (მათ შორის, ავტორიზაცია, კლირინგი, გადახდების დაბრუნება და სხვა დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებული ქმედებები).
  • თაღლითობისგან დაცვა და მისი აღკვეთა, უკანონო ტრანსაქციები, პრეტენზიები და სხვა ვალდებულებები, რისკების მართვა და ფრანშიზის ხარისხი ჩვენი საგადახდო ქსელის ერთიანობის და უსაფრთხოების გათვალისწინებით.
  • გახსენით და მართეთ ნებისმიერი ანგარიში ჩვენთან, დაადასტურეთ თქვენი პიროვნება, წარადგინეთ ჩვენი მომსახურებები და უპასუხეთ თქვენს გამოწვევებს.
  • Mastercard-ის, საფინანსო დაწესებულებების, გამყიდველების და პარტნიორების მიერ პროდუქტების, მომსახურების, შეთავაზებების და აქციების წარმოდგენა, ადმინისტრირება და ურთიერთობა თქვენთან (კონკურსები, ლატარიები და სხვა ნებისმიერი მარკეტინგული ღონისძიებები). თუ თქვენ მოგვაწვდით თქვენს ტელეფონის ნომერს, ჩვენ დაგიკავშირდებით ავტომატური სატელეფონო სისტემით შესაბამისი კანონით დაშვებულ ფარგლებში.
  • ბიზნეს-კატალოგების შექმნა და გამოქვეყნება (რომლებიც შეიძლება შეიცავდნენ ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაციას). ჩვენი ბიზნესის მართვა, შეფასება და გაუმჯობესება (მათ შორის ახალი პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, ისეთების, როგორიც ბარათის მფლობელთათვის Mastercard ბარათით გადახდის გამარტივება იმ ინფორმაციის საფუძველზე, თუ რომელი ფუნქციები იქნება თქვენთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის საინტერესო, ან საგადახდო ოპერაციების უსაფრთხოების გაზრდისთვის შექმნილი პროდუქტები; ჩვენი კომუნიკაციების მართვა; ჩვენი რეკლამების ეფექტურობის განსაზღვრა და ოპტიმიზაცია; ჩვენი პროდუქტების, მომსახურების, ვებ-გვერდების, მობილური აპლიკაციების და ნებისმიერი სხვა ციფრული აქტივების ანალიზი მათი ქმედითობის გამარტივებისთვის; და სათანადო გულმოდგინებით განხილვის, საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტის, ანგარიშსწორების, შეჯერების და გადასახადების აკრეფის ჩატარება). ინდივიდუალური მომსახურების რეკომენდაციების წარდგენა თქვენთვის.
  • მაგალითად, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პირადი მონაცემები, ისეთები როგორიცაა თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და თქვენი საქმიანობა ჩვენს ვებ-გვერდებზე - თქვენი არჩევანის, ინტერესების და ქცევის ანალიზისათვის, იმ მიზნით, რომ გადავწყვიტოთ თქვენი უზრუნველყოფა ინდივიდუალური კონტენტით და Mastercard-ის, საფინანსო დაწესებულებების, გამყიდველების და პარტნიორების სახელით, კონკრეტული პროდუქტების ყველაზე აქტუალური შეთავაზებებით, რეკომენდაციებით და ელექტრონული შეტყობინებებით.
  • პირადი ინფორმაციის ანონიმიზაცია, ანონიმური ინფორმაციის შემცველი კრებსითი მონაცემების (კრებულები, ანალიზები, ანალიტიკური და პროგნოზული მოდელები და წესები და სხვა შემაჯამებელი ანგარიშები), წარსულში და მომავალში შესაძლო ხარჯების მოდელების, თაღლითობისა და სხვა იდეების, რომლებიც შეიძლება იყოს ამოკრეფილი ამ მონაცემებიდან, მომზადება და წარდგენა ჩვენი ფინანსური დაწესებულებების, გამყიდველების და სხვა მომხმარებლების და პარტნიორებისთვის.
  • შეაფასეთ თქვენი დასაქმების ინტერესი და დაგვიკავშირდით Mastercard-ში თქვენი შესაძლო დასაქმების თაობაზე.
  • უზრუნველყავით ჩვენი გამოყენების პირობების შესრულება ან საჭიროების შემთხვევაში კანონიერი უფლებების განსაზღვრა, განხორციელება და დაცვა
  • მოქმედი კანონმდებლობის და ნორმატიული აქტების, მათ შორის „იცნობდეთ თქვენს მომხმარებლებს“, „ფულის გათეთრება“, ანტიკორუფციული და სანქციური შემოწმების ან ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სამართალდამცავი ორგანოების ან სამთავრობო დაწესებულებების, რომელთაც აქვთ ან ითხოვენ იურისდიქციას Mastercard-ზე ან Mastercard-ის ფილიალებზე, მოთხოვნების შემთხვევაში.
  • დაიცავით დარგობრივი სტანდარტები და ჩვენი პოლიტიკა.
  • სხვა მიზნებისთვის, რისთვისაც ჩვენ წარვადგენთ კონკრეტულ შეტყობინებას შეგროვების დროს.

თუ თქვენ იმყოფებით ევროპის ეკონომიკურ სივრცეში (EEA) ან შვეიცარიაში, ჩვენ დავამუშავებთ თქვენ პირად მონაცემებს მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ მიზნებისათვის, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გაგვაჩნია მათი დამუშავების კანონიერი საფუძველი, მათ შორის:

  • თუ თქვენ დაგვთანხმდით თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებაზე. მაგალითად, ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ თქვენი თანხმობა ჩვენს მიერ თქვენი cookies ფაილების ან მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებაზე სარეკლამო შეტყობინებების გასაგზავნად ან ჩვენი შეთავაზებების პერსონალიზაციაზე, ასევე, პირადი მონაცემების დამუშავებაზე, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით ითვლება კონფიდენციალურად.
  • ჩვენ გვჭირდება თქვენი პირადი მონაცემები იმისთვის, რომ მოგაწოდოთ პროდუქტები და მომსახურება ან გიპასუხოთ თქვენს მოთხოვნებზე.
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია სამართლებრივი ან სხვა ნორმატიული ვალდებულებების დასაცავად, მაგალითად თაღლითობის აღკვეთა და მონიტორინგი გადახდის ოპერაციების ჩატარების დროს.
  • ვენ ან მესამე მხარეს გვაქვს თქვენი პირადი მონაცემების გამოყენების კანონიერი უფლება, მაგალითად, ჩვენი პროდუქტების და მომსახურების უსაფრთხოების, დაცულობის, სისწრაფის უზრუნველსაყოფად და გაუმჯობესებისთვის, თაღლითობისგან თავის დაცვის და თაღლითობის აღკვეთის, ასევე პირადი ინფორმაციის ანონიმიზაციის და მონაცემთა ანალიზისთვის.

ჩვენ არ გაიძულებთ თქვენ მიიღოთ გადაწყვეტილება მხოლოდ მონაცემების ავტომატური დამუშავების საფუძველზე, რომელიც თქვენთვის იწვევს იურიდიულ შედეგს ან ანალოგიურად მნიშვნელოვნად გეხებათ თქვენ, სანამ თქვენ პირდაპირ არ დაეთანხმებით მონაცემების დამუშავებას, რომელიც საჭიროა თქვენსა და Mastercard-ს შორის ხელშეკრულების დადების ან შესრულებისთვის, ან როდესაც ჩვენ კანონით ვალდებული ვართ გამოვიყენოთ თქვენი პირადი მონაცემები ასეთი სახით, მაგალითად თაღლითობის თავიდან ასაცილებლად.

თუ თქვენ მოგვაწვდით ინფორმაციას და მასალებს, რომელიც ეხება სხვა პიროვნებას, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ მათი მოწოდება ჩვენთვის, და ჩვენს მიერ მათი შემდგომი გამოყენება, როგორც განმარტებულია პერიოდულად თქვენთვის, შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, ასე მაგალითად, თქვენ დადგენილი წესით მიაწვდით ინფორმაციას ფიზიკურ პირებს მათი პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ და მიიღებთ მათ თანხმობას, რადგან ეს შეიძლება აუცილებელი იყოს მოქმედი კანონმდებლობით.

იხილეთ მოკლე მიმოხილვა

3. როგორ გავცემთ ჩვენ პირად ინფორმაციას

ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ პირადი ინფორმაცია:

  • Mastercard-ის სათაო ოფისს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენს ფილიალებს და Mastercard ჯგუფში შემავალ სხვა ორგანიზაციებს.
  • ჩვენი სახელით მოქმედ მომსახურების მომწოდებლებს.
  • გადახდების ეკოსისტემის სხვა მონაწილეებს, მათ შორის ფინანსურ დაწესებულებებს და მოვაჭრეებს.
  • მესამე მხარეს თაღლითობის მონიტორინგის და აღკვეთის ან სხვა, კანონის მოთხოვნებით გათვალისწინებული სხვა მიზნით.
  • მესამე მხარეს, ვის შესაძლებლობებსაც იყენებთ ჩვენს პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით ან თქვენი ნებართვით.
  • სხვა სუბიექტებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ბიზნესის ან აქტივების გაყიდვის ან გასხვისების შემთხვევაში.

ჩვენ არ ვყიდით და არ ვამჟღავნებთ ჩვენს მიერ შეგროვებულ ინფორმაციას წინამდებარე კონფიდენციალურობის გლობალურ პოლიტიკაში ხსენებულ შემთხვევების გარდა, როგორც ეს იყო აღწერილი მონაცემების შეგროვების დროს ან როგორც განხილულია კონფიდენციალურობის სპეციფიკურ შეტყობინებებში.

ჩვენ გადავცემთ პირად მონაცემებს Mastercard-ის ჯგუფის შვილობილ კომპანიებს მთელ მსოფლიოში ნამდვილი კონფიდენციალურობის გლობალური შეტყობინების პირობების შესაბამისად ან ვამჟღავნებთ სხვა პირობებით, მონაცემების შეგროვების დროს. თუ თქვენ იმყოფებით ევროპის ეკონომიკურ სივრცეში ან შვეიცარიაში, ჩვენ გავცემთ პირად ინფორმაციას Mastercard-ის კორპორატიული წესების თანახმად, რომელიც განხილულია აქ.

ჩვენ, ასევე შეგვიძლია მივცეთ ინფორმაცია:

  • ფინანსურ დაწესებულებებს და სხვა სუბიექტებს, რომლებიც უშვებენ გადახდის ბარათს ან გამყიდველებს, რომლებიც ახორციელებენ გადახდის ტრანსაქციებს ან სხვა ქმედებებს თქვენი თხოვნით.
  • დაწესებულებებს, რომლებიც თანამშრომლობენ Mastercard-თან ან ეხმარებიან Mastercard-ს თავისი პროდუქტების და მომსახურების წარდგენაში, მათ შორის თაღლითობის თავიდან აცილების და მონიტორინგის , აგრეთვე იდენტიფიკაციის გარე სამსახურებს ტრანსაქციების და ჩვენი გადახდების სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
  • როდესაც ვართ მომსახურების მიმწოდებელი გარეშე პირებისთვის და წარვუდგენთ მათ პირად ინფორმაციას, რომელსაც ვამუშავებთ მათი სახელით.
  • ჩვენს მომსახურების წარმდგენლებს, რომლებიც ასრულებენ მომსახურებას ჩვენი სახელით იმ მიზნით, რომელიც აღწერილია წინამდებარე კონფიდენციალურობის გლობალურ შეტყობინებებში (ან სხვა კონკრეტული პროგრამის კონფიდენციალურობის შეტყობინებაში). ჩვენ, ხელშეკრულების საფუძველზე, ვთხოვთ ამ მომსახურების წარმდგენლებს, დაამუშაონ პირადი მონაცემები ჩვენი მითითებების შესაბამისად და აუცილებლობის შემთხვევაში შეასრულონ მომსახურება ჩვენი სახელით ან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. ჩვენ ასევე ვითხოვთ მათგან უზრუნველყონ პირადი მონაცემების, რომელსაც ისინი ამუშავებენ ჩვენი სახელით, უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, უსაფრთხოების შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების გამოყენების გზით და იმ თანამშრომლების კონფიდენციალურობის ვალდებულებებით, რომელთაც აქვთ წვდომა პირად მონაცემებთან.
  • მესამე მხარეს, რომლის ფუნქციებითაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი პროდუქტების და მომსახურებების გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის, სოციალური ქსელებით.
  • სხვა მესამე პირებს თქვენი თანხმობით.
  • მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მონაცემების გამჟღავნება აუცილებელია პიროვნების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვის, ჩვენი წესების და პირობების უზრუნველსაყოფად, Mastercard-ის ზიანის და ფინანსური დანაკარგის თავიდან ასაცილებლად, საეჭვო ან ფაქტობრივი თაღლითობის ან უკანონო საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებით.
  • ჩვენს მიერ მთლიანი ან ჩვენი ბიზნესის წილის ან აქტივების გაყიდვის ან გადაცემის შემთხვევაში. გაყიდვის ან გადაცემის ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უფლებების მიმღებმა გამოიყენოს პირადი მონაცემები, რომელიც თქვენ წარმოგვიდგინეთ ჩვენ, კონფიდენციალურობის გლობალურ შეტყობინებასთან შესაბამისად; ჩვენი ბიზნესის მთლიანად, ან ბიზნესის წილის, ან აქტივების გაყიდვის, ან გადაცემის შემთხვევაში. გაყიდვის ან გადაცემის ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უფლებების მიმღებმა გამოიყენოს პირადი მონაცემები, რომლებიც თქვენ წარმოგვიდგინეთ ჩვენი კონფიდენციალურობის გლობალური შეტყობინებების შესაბამისად. ასეთი გაყიდვის ან გადაცემის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნებისმიერი შეკითხვებით ორგანიზაციას, რომელსაც ჩვენ გადავცემთ თქვენს პირად მონაცემებს.

იხილეთ მოკლე მიმოხილვა

4. თქვენი უფლებები და არჩევანი

თქვენი ქვეყნის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ უფლება ან არჩევანი:

  • უარი თქვათ თქვენი პირადი მონაცემების შეგროვებაზე ან გამოყენებაზე, მათ შორის cookies ფაილების და მათ მსგავსი ტექნოლოგიების, თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებაზე მარკეტინგული მიზნებისთვის და თქვენი პირადი მონაცემების ანონიმიზაციაზე მონაცემთა ანალიზის ჩასატარებლად.
  • მიიღოთ წვდომა თქვენს პირად ინფორმაციასთან, შეასწოროთ ის, შეზღუდოთ ან უარი თქვათ მის დამუშავებაზე, ან მოითხოვოთ მისი წაშლა.
  • მიიღოთ პირადი ინფორმაცია, რომელიც წარმოგვიდგინეთ ჩვენ სხვა კომპანიისთვის გადასაცემად.
  • გამოითხოვოთ ნებისმიერი მიცემული თანხმობა.
  • შესაბამის შემთხვევაში შეიტანოთ საჩივარი თქვენს საზედამხედველო ორგანოში.

თუ თქვენ იმყოფებით ევროპის ეკონომიკურ სივრცეში ან შვეიცარიაში, თქვენ შეგიძლიათ გამიყენოთ თქვენი უფლებები Mastercard-ის „ჩემი საინფორმაციო ცენტრი“ ჩემი საინფორმაციო ცენტრი“ პორტალზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაგზავნოთ შეკითხვა განყოფილებაში „„როგორ დაგვიკავშირდეთ”, ქვემოთ.

თქვენ გაქვთ გარკვეული უფლებები თქვენს პირად მონაცემებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ ვინახავთ და არჩევანი, თუ რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ მას და როგორ ვუკავშირდებით ერთმანეთს.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ:

  • რ წარუდგინოთ პირადი მონაცემები Mastercard-ს, თავი შეიკავოთ გადახდის ოპერაციების ჩატარების ან პირადი მონაცემების გადაცემისგან უშუალოდ ჩვენთვის. თქვენი პირადი მონაცემების შეგროვებისას ჩვენ ვუთითებთ საჭიროა თუ არა, ან რატომ, მისი გადმოცემა ჩვენთვის და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შედეგებს. თუ თქვენ არ წარადგენთ პირად მონაცემებს, თქვენ შეიძლება ვერ მიიღოთ სარგებელი Mastercard-ის პროდუქტების და მომსახურებების სრული სპექტრიდან და ჩვენ ვერ შევძლოთ მოგაწოდოთ Mastercard-ის პროდუქტები ან მომსახურება, თუ ასეთი მონაცემები საჭიროა მათი წარდგენისათვის თქვენთვის ან თუ ჩვენ კანონით ვალდებული ვართ შევაგროვოთ ის ასეთი პროდუქტების ან მომსახურებების მისაწოდებლად.
  • არი თქვათ გარკვეული ინფორმაციის შეგროვებაზე და გამოყენებაზე, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად ჩვენს ვებ-გვერდებზე თქვენი ვიზიტის ან ჩვენი აპლიკაციების გამოყენების დროს. ზოგიერთ იურისდიქციით, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი cookies ფაილების და მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე Mastercard-ის ვებ-გვერდებზე ქვედა მარჯვენა კუთხეში cookies-ზე თანხმობის ღილაკით. თქვენს ბრაუზერს შეუძლია მიგითითოთ თქვენ, თუ როგორ მიიღოთ შეტყობინებები და უარი თქვათ კონკრეტული სახის cookies ფაილების განთავსებაზე თქვენს მოწყობილობაში. გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული cookies ფაილების უქონლობის შემთხვევაში, თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ჩვენი ვებ-გვერდების ყველა ფუნქციებით, აპლიკაციებით ან ონლაინ მომსახურებით სარგებლობა.
  • უარი თქვათ მონაცემების გარკვეულ გამოყენებაზე, რომელსაც ვაგროვებთ თქვენს შესახებ ავტომატურად, როდესაც თქვენ ეწვევით მესამე მხარის ვებ-გვერდებს და ურთიერთობთ ჩვენს რეკლამასთან. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ მომსახურების მომწოდებლები მესამე მხარის ვებ-გვერდებზე რეკლამის განსათავსებლად. ეს რეკლამები შეიძლება იქნას მოდიფიცირებული და წარმოდგენილი ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მიერ ჩვენ ვებ-გვერდებიდან და აპლიკაციებიდან მოპოვებული მონაცემების საფუძველზე. ამის გარდა ზოგიერთმა ჩვენი მომსახურების მიმწოდებლებმა და პარტნიორებმა შეიძლება ხანგრძლივად აგროვონ ინფორმაცია თქვენს ონლაინ ქმედებებზე, ასევე მესამე მხარის ვებ-გვერდებზე ამ სარეკლამო განცხადებებში ცვლილებების და მათი მომსახურების მიზნით ზოგჯერ Mastercard-ის სარეკლამო განცხადებები წარმოდგენილია ხატულებით, რომლებიც ეხმარება კლიენტებს (i) შეიტყონ მეტი, თუ როგორ იყენებენ მათ მონაცემებს და (ii) გააკეთონ მათი მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით შესაძლო არჩევანი. დააჭირეთ აქ ან თუ შესაძლებელია, ხატულაზე, ჩვენს მიზნობრივ რეკლამაზე, რათა გაიგოთ თქვენი უფლებები უარი თქვათ ან შეზღუდოთ თქვენი ქმედებები გვერდების დათვალიერებისას სარეკლამო მიზნებით.
  • თუ არ გსურთ ჩვენგან მარკეტინგული ხასიათის წერილების მიღება, შეგვატყობინეთ მიღებულ წერილში არსებულ გამოწერის შეწყვეტის ბმულზე დაწკაპუნებით ან დაგვიკავშირდით ქვემოთ ნაჩვენების მიხედვით. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ უარი თქვათ Mastercard-ის სარეკლამო წერილების მიღებაზე, რისთვისაც დააწკაპუნეთ აქ.
  • თქვენი პირადი მონაცემების ანონიმიზაციაზე მონაცემების ანალიზის მიზნით უარის თქმის შემთხვევაში დააწკაპუნეთ აქ.

ზოგიერთი ქვეყნის იურისდიქციაში, კერძოდ თუ თქვენ იმყოფებით ევროპის ეკონომიკურ ზონაში ან შვეიცარიაში თქვენ შეიძლება გქონდეთ უფლებები, რომ:

  • მოითხოვოთ წვდომა და ინფორმაციის მიღება თქვენს პირად მონაცემების შესახებ, რომლებსაც ვინახავთ ჩვენ, იმისთვის რომ განაახლოთ უზუსტობები თქვენს პირად მონაცემებში, რომ შეზღუდოთ ან უარი თქვათ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებაზე, მიიღოთ ინფორმაცია ანონიმირებული ან წაშლილი მონაცემების შესახებ შესაძლებლობის მიხედვით, ან გამოიყენოთ თქვენი უფლებები მონაცემების კომპაქტურობისთვის, რათა ადვილად მოხდეს პირადი მონაცემების გადატანა სხვა კომპანიაში. აგრეთვე თქვენ გექნებათ უფლება შეიტანოთ საჩივარი საზედამხედველო ორგანოში თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის, სამუშაო ქვეყნის და ინციდენტის ადგილას.
  • გაიწვიოთ თქვენი ადრე მიცემული თანხმობა თქვენი პირადი მონაცემების შესახებ ნებისმიერ დროს და უფასოდ. ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს უპირატესობებს მომავალშიც და ეს არ იქონიებს გავლენას დამუშავების კანონიერებაზე თქვენი თანხმობის გაწვევამდე.

თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ თქვენი პირადი ინფორმაციის კონკრეტულ დამუშავებაზე ჩვენი, უარყოფის ვებ-გვერდის მეშვეობით.

ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს ზოგიერთ შემთხვევაში ადგილობრივი კანონმდებლობით.

თუ ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ თქვენს მოლოდინს თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, ან თუ გსურთ შეიტანოთ საჩივარი ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, გთხოვთ შეგვატყობინოთ, რომ მოგვეცეს პრობლემის გადაჭრის საშუალება. რომ გაგვიადვილოთ თქვენი საკითხის გადაწყვეტა, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ სრული ინფორმაცია პრობლემის თაობაზე. ჩვენ ვცდილობთ განვიხილოთ ყველა საჩივარი და ვუპასუხოთ მათ გონივრულ ვადებში და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

თქვენი უპირატესობების განახლებისთვის მოგვთხოვეთ ჩვენ, რათა წავშალოთ თქვენი ინფორმაცია გზავნილების სიებიდან ან შეიტანოთ განაცხადი თქვენი უფლებების რეალიზაციის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. დაგვიკავშირდით, როგორც აღწერილია ქვემო ნაწილში „როგორ დაგვიკავშირდეთ“. თუ თქვენ იმყოფებით ევროპის ეკონომიკურ სივრცეში ან შვეიცარიაში ჩვენ შევქმენით Mastercard-ის „ჩემი მონაცემთა ცენტრი“, რათა გავამარტივოთ თქვენი უფლებების განხორციელება.

იხილეთ მოკლე მიმოხილვა

5. მონაცემთა გადაცემა

Mastercard არის გლობალური ბიზნესი. ჩვენ შეგვიძლება გადავცეთ თქვენი პირადი მონაცემები ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში, რომელთაც შეიძლება არ ქონდეთ ისეთივე მონაცემთა დაცვის კანონები, როგორც იმ ქვეყანას, სადაც თქვენ თავდაპირველად წარადგინეთ მონაცემები, მაგრამ ჩვენ დავიცავთ თქვენ პირად მონაცემებს კონფიდენციალურობის გლობალური შეტყობინების ან სხვა თქვენთვის განმარტებული მეთოდის შესაბამისად.

თუ თქვენ იმყოფებით ევროპის ეკონომიკურ სივრცეში ჩვენ დავამუშავებთ თქვენ პირად მონაცემებს ჩვენი სავალდებულო კორპორატიული წესების და სხვა მონაცემთა გადაცემის მექანიზმების შესაბამისად.

Mastercard არის გლობალური ბიზნესი. ჩვენ შეგვიძლება გადავცეთ პირადი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შესახებ, ადრესატებს თქვენი ქვეყნის გარეთ, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც განთავსებულია ჩვენი სათავო ოფისი. ამ ქვეყნებს შეიძლება არ ქონდეთ ისეთივე მონაცემთა დაცვის კანონები, როგორც იმ ქვეყანას, სადაც თქვენ თავდაპირველად წარადგინეთ მონაცემები. როდესაც ჩვენ ვაგზავნით თქვენს პირად მონაცემებს სხვა ქვეყნებში ჩვენ ვიცავთ თქვენ პირად მონაცემებს, როგორც ეს აღწერილია კონფიდენციალურობის გლობალურ შეტყობინებაში, რაც ახსნილია თქვენთვის მონაცემების შეგროვების დროს ან კონკრეტული პროგრამის ჩვენს კონფიდენციალურობის გლობალურ შეტყობინებაში.

ჩვენ ვიცავთ მოქმედ სამართლებრივ მოთხოვნებს, პირადი მონაცემების გადასაცემად თქვენი ქვეყნისგან განსხვავებულ ქვეყნებში დაცვის სათანადო ზომების უზრუნველყოფით. კერძოდ, ჩვენ შევქმენით და დავნერგეთ სავალდებულო კორპორატიული წესების კომპლექსი ("სკწ"), რომლებიც აღიარებულია მონაცემთა დაცვის ევროპის ეკონომიკური სივრცის ორგანოების მიერ, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს მიერ მთელ მსოფლიოში დამუშავებული პერსონალური მონაცემების დაცვის სათანადო ხარისხს. ჩვენი სკწ-ს ტექსტს შეიძლება გაეცნოთ აქ. ჩვენ ასევე შეიძლება გადავცეთ პირადი მონაცემები ქვეყნებში, სადაც ჩაითვალა დასაშვებად პირადი ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებზე საკონტრაქტო დაცვის საფუძველზე, მაგალითად, ევროპის კომისიის სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებები ან მოქმედი კანონმდებლობის მისი ანალოგი, ან სადაც მისაღებია ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ან შვეიცარია და ამერიკის შეერთებული შტატებში სერტიფიცირებული მესამე მხარე. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენ „„როგორ დაგვიკავშირდეთ” სექციაში აღწერილი წესებით, რომ მიიღოთ დამცავი ღონისძიებების ასლი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ პირადი მონაცემების გადასაცემად ევროპის ეკონომიკური სივრცის ფარგლებს გარეთ.

იხილეთ მოკლე მიმოხილვა

6. თქვენი პირადი მონაცემების დაცვა ჩვენს მიერ

ჩვენ ვინარჩუნებთ შესაბამის უსაფრთხოების დონეს თქვენი პირადი ინფორმაციის დასაცავად და ვინახავთ მათ მხოლოდ შეზღუდული დროის განმავლობაში.

თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოება მნიშვნელოვანია Mastercard-ისთვის. ჩვენ დაინტერესებულები ვართ დავიცვათ ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია. ჩვენ უზრუნველვყოფთ ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და ფიზიკურ გარანტიებს თქვენს მიერ მოწოდებული, ან ჩვენს მიერ შეგროვებული პირად მონაცემების დასაცავად, შემთხვევითი, უკანონო ან უნებართვო განადგურებისაგან, დაკარგვის, შეცვლის, ხელმისაწვდომობის, გახმაურების ან გამოყენებისაგან. ჩვენ ვიყენებთ მონაცემების SSL დაშიფვრას ჩვენს რიგ ვებ-გვერდებზე, საიდანაც ჩვენ გადავცემთ გარკვეულ პირად მონაცემებს.

ჩვენ, ასევე, ვიღებთ ზომებს თქვენი პირადი მონაცემების წასაშლელად ან მათ შენახვას იმ ფორმით, რომელიც არ იძლევა თქვენი იდენტიფიკაციის საშუალებას, როდესაც ეს ინფორმაცია აღარ არის საჭირო მონაცემების დამუშავების მიზნების მიღწევის შემდეგ და თუ ჩვენ არა ვართ ვალდებული კანონით, რომ შევინახოთ ეს მონაცემები უფრო ხანგრძლივი დროის ვადით. შენახვის ვადის განსაზღვრისას ჩვენ ვითვალისწინებთ სხვადასხვა კრიტერიუმებს, მათ შორის როგორიცაა: თქვენს მიერ წარმოდგენილი ან მოთხოვნილი პროდუქციის და მომსახურების ტიპი, ჩვენი ურთიერთობის ხასიათი და ხანგრძლივობა, ჩვენი პროდუქციის ან მომსახურების ხელახალი რეგისტრაციის შესაძლებლობა, თქვენგან მიღებული ზოგიერთი მონაცემების, თქვენზე ან თქვენგან, წაშლის გავლენა თქვენთვის წარდგენილ მომსახურებაზე, კანონით გათვალისწინებული სავალდებულო შენახვის ვადები და სარჩელის ხნის ვადა.

იხილეთ მოკლე მიმოხილვა

7. ფუნქციები და ბმულები სხვა ვებ-გვერდებზე

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ გარკვეული ფუნქციები, რისთვისაც ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ Mastercard-თან, ისეთები როგორიცაა სოციალური ქსელები და მესამე მხარის ვებ-გვერდები. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი შინაარსზე, თქვენს მიერ მათ გამოყენებაზე ან ასეთი ვებ-გვერდების კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე.

ჩვენი ვებ-გვერდები შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა ვებ-გვერდებზე თქვენთვის მოსახერხებლად და ინფორმირებისთვის. ჩვენ ასევე შეიძლება დაგრთოთ კონკრეტული ფუნქციების გამოყენების ნება, რისთვისაც ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვა ორგანიზაციებთან. ეს ვებ-გვერდები და ფუნქციები შეიძლება შეიცავდეს სოციალურ ქსელებს და გეოლოკაციის ინსტრუმენტებს, მოქმედებენ Mastercard-ისგან დამოუკიდებლად და გამოხატავენ ამას ნათლად. მათ შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი შეტყობინებები ან კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომლებსაც ჩვენ დაჟინებით მოგიწოდებთ გაეცნოთ. თუ ეს ვებ-გვერდები ან ფუნქციები, რომლებსაც თქვენ ეწვიეთ ან გამოიყენეთ ბმულის მეშვეობით არ ეკუთვნის ან არ კონტროლდება Mastercard-ის მიერ, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მათ შინაარსზე, ვებ-გვერდების გამოყენებაზე ან ამ ვებ-გვერდების კონფიდენციალურობის პრინციპებზე.

Mastercard გთავაზობთ შესაძლებლობას გააზიაროთ ინფორმაცია, ბმულები Mastercard-ის პროდუქტებზე და მომსახურებაზე სოციალურ ქსელებში. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ, დასვათ ნიშანი „მომწონს“ რომელიმე სპეციალურ შეთავაზებაზე თქვენი Facebook-ის ანგარიშიდან ან გააზიაროთ ეს წინადადება Twitter-ში. თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ვებ-გვერდების გარკვეული ფუნქციებით სადაც შესაძლებელია წვდომა სხვა ორგანიზაციებიდან ან ვისთანაც ვთანამშრომლობთ. ეს ოპციები, მათ შორის გეოლოკაციის ინსტრუმენტები, კონტროლდება მესამე პირების მიერ, რაზედაც ნათლად მითითებულია. სოციალური ქსელების მომსახურების პროვაიდერები, როგორიცაა Facebook და Twitter, და ასევე სხვა მესამე პირები, რომლებიც დამოუკიდებელია Mastercard-ისგან და არ არის აუცილებელი ჰქონდეთ Mastercard-თან კონფიდენციალური მონაცემების დაცვის საერთო პოლიტიკა. გთხოვთ, განიხილოთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკები, თუ თქვენ გადაწყვეტთ გამოიყენოთ მათი მომსახურება. Mastercard არ არის პასუხისმგებელი მასალებზე, გამოყენებაზე ან ამ სოციალური ქსელების ინსტრუმენტების კონფიდენციალურობის პრინციპებზე, მესამე მხარის ვებ-გვერდების ან აპლიკაციების შინაარსზე.

იხილეთ მოკლე მიმოხილვა

8. კონფიდენციალურობის გლობალური შეტყობინების განახლება

კონფიდენციალურობის შეტყობინება შეიძლება პერიოდულად განახლდეს ცვლილებების გამოსაჩენად კონფიდენციალურობის დაცვის ჩვენს მეთოდებში.

მოცემული კონფიდენციალურობის გლობალური შეტყობინება შეიძლება პერიოდულად განახლდეს პირად მონაცემებთან ქმედებების შედეგად ცვლილებების გასაშუქებლად. ჩვენ შეგატყობინებთ ვებ გვერდებზე ნებისმიერ მნიშვნელოვან ცვლილებებზე კონფიდენციალობის გლობალურ შეტყობინებაში, შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით თვალსაჩინო ადგილას, ბოლო ცვლილებების შეტანის თარიღის მითითებით შეტყობინების თავში. ზოგიერთ შემთხვევაში განახლებისას ცვლილებების შეტანის დროს ჩვენ კონფიდენციალობის გლობალურ შეტყობინებაში შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი თანხმობა.

იხილეთ მოკლე მიმოხილვა

9. როგორ დაგვიკავშირდეთ

თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენ და მონაცემთა დაცვის პასუხისმგებელ ჩვენ უფლებამოსილ პირს ელექტრონული ფოსტის საშუალებით privacyanddataprotection@mastercard.com. თუ თქვენ იმყოფებით ევროპის ეკონომიკურ სივრცეში ან შვეიცარიაში, Mastercard Europe SA არის პირადი მონაცემების ოპერატორი და თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი თქვენი უფლებების რეალიზაციაზე პირადი მონაცემების შესახებ პორტალზე Mastercard-ის „ჩემი მონაცემთა ცენტრში”.

კითხვები, პრეტენზიები და კომენტარი ამ კონფიდენციალურობის გლობალურ შეტყობინებაზე და კონფიდენციალურობის დაცვის ჩვენ მეთოდებზე, და აგრეთვე თქვენი არჩევანის ცვლილების საჭიროების შემთხვევაში კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით privacyanddataprotection@mastercard.comან გამოგვიგზავნეთ წერილი მისამართზე:

Global Privacy Office
Mastercard International Incorporated
2000 Purchase Street
Purchase, New York 10577
აშშ

თუ თქვენ იმყოფებით ევროპის ეკონომიკურ სივრცეში ან შვეიცარიაში, Mastercard Europe SA არის ორგანიზაცია, პასუხისმგებელი თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებაზე. თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი თქვენი პირადი მონაცემების შესახებ თქვენი უფლებების რეალიზაციაზე პორტალზეMy Data Center Mastercard-ის კომპანიაში, დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე privacyanddataprotection@mastercard.com ან მოგვწერეთ მისამართზე:

პასუხისმგებელს მონაცემთა დაცვაზე (მონაცემთა დაცვის ოფიცერი)

Mastercard Europe SA
სართული de Tervuren 198A
B-1410 Waterloo
ბელგია

თქვენ Mastercard-ზე და თქვენი შესყიდვებზე კითხვებით მიმართეთ თქვენს საფინანსო დაწესებულებას ან თქვენს გამყიდველს. მათთან დაკავშირების წესებზე დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მათ ვაბ გვერდებზე.

იხილეთ მოკლე მიმოხილვა